თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. სამართალდამცავმა ორგანოებმა თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის კუთვნილი, დიდი ოდენობით საკვები პროდუქტების მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ამავე ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი — მარინე ღუდუმიძე, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვიდან 2015 წლის ივლისამდე პერიოდში, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი — მარინე ღუდუმიძე, მისი ზედამხედველობის ქვეშ არსებული ბაგა-ბაღის საწყობიდან სისტემატურად ახდენდა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქციის უკანონო გატანა-მითვისებას. აღნიშნული გზით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ ბაგა-ბაღისთვის გამოყოფილი თანხით შეძენილ 48 919 ლარის პროდუქციას.
საქმეზე მიმდიანრეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,დ“ და მე-3 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.