ექსპერტი: კავკასიაში ყველაზე დიდი სახელმწიფო რუსეთია

გამოწერა
კონფერენციაზე, რომელიც მოსკოვში შემდეგ კვირაში გაიმართება, კავკასიაში რუსეთის მოქმედებები და მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით სტრატეგიის შემუშავება განიხილება.

მოსკოვში 19 აპრილს სტრატეგიული კვლევების რუსეთის ინსტიტუტში გაიმართება ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „კავკასიაში რუსეთის სტრატეგია გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების კონტექსტში“.

ზოგადად კავკასიაში რუსული სტრატეგია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მოსაზრებებს იწვევს. სამხრეთ კავკასიის ელიტები ამტკიცებს, რომ რუსეთი სსრკ-ის აღდგენაზე მუშაობს. ექსპერტები კი, რომლებიც კონფერენციაზე შეიკრიბებიან, თვლიან, რომ დესტაბილიზაციის გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარე რუსეთმა ამიერკავკასიაში საგარეო მოქმედებების მკაფიო გეგმა უნდა შეიმუშაოს.

კონფერენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მონაწილე, ჟურნალ „ეროვნული სტრატეგიის პრობლემების“ მთავარი რედაქტორი აჟდარ კურტოვი Sputnik-თან საუბრისას სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის ანალიზს აკეთებს რუსეთის მიერ რეგიონის ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკაზე მინიმალური ზემოქმედების პირობებში.

თურქული მაღაზია - Sputnik საქართველო
ექსპერტი: რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის გამო საქართველო ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა

ექსპერტმა მიუთითა, რომ კავკასია იშვიათად იყო სტაბილური და უსაფრთხო რეგიონი. ყოველთვის იყო ომები და საგარეო მტრები, მაგრამ საგარეო გეოპოლიტიკური ფაქტორების გარდა არსებობდა კავკასიელი ხალხების შიდა პრობლემები, რომელთა მშვიდობიანი გადაწყვეტა იშვიათად ხერხდებოდა. ეს მუდმივი საფრთხეები რეგიონის განვითარებას ხელს უშლიდა და ამიტომ ის პერიფერიების სახით სხვადასხვა იმპერიების შემადგენლობაში შედიოდა.

როდესაც რეგიონში რუსული იმპერია შევიდა, სიტუაცია შეიცვალა. ჯერ რუსეთმა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა კავკასიის ყველა ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და მშვიდობიანი თანაცხოვრების პერიოდი უზრუნველყო. მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის დასუსტება მოხდა. 

„შემდეგ კი რუსეთი წავიდა. ამან ქაოსის გამეორება გამოიწვია, რომელიც იყო რუსეთის იმპერიის მოსვლამდე. ახალმა სუვერენულმა სახელმწიფოებმა იმ თეზისების რეალიზება ვერ შეძლეს, რომლებითაც აგროვებდნენ ელექტორატს 90-იანი წლების არჩევნებზე“, – თქვა კურტოვმა.

სსრკ-ის დაშლის 25 წლის მერე სუვერენული კავკასიური სახელმწიფოების ეკონომიკური მაჩვენებლები რუსეთის მაჩვენებლებს ბევრად ჩამოუვარდება. ამ ქვეყნებმა 25 წლის მანძილზე რუსეთის დონეს ვერ მიაღწიეს. იქნებ რუსეთი კი არ ართმევდა სიმდიდრეებს, არამედ ეხმარებოდა? – დაფიქრებისკენ გვიხმობს ექსპერტი. აზერბაიჯანიც კი — ნახშირწყალბადის ნედლეულით მდიდარი სახელმწიფო — ნახშირწყალბადებზე ფასების ვარდნის დროს ეკონომიკურ არასტაბილურობას განიცდის.

სერგეი მარკედონოვი - Sputnik საქართველო
რუსულ–თურქული კონფრონტაცია: კავკასიური განზომილება

რუსეთმა საგარეო პოლიტიკა გაააქტიურა, აცხადებს ექსპერტი, მაგრამ რუსეთი შეეჯახა თავისი საგარეო პოლიტიკის აგრესიულ ინტერპრეტაციას სსრკ-ის აღდგენის სახით.

ამ დროს რუსეთი მრავალ ახალ პროექტს სთავაზობს, რომელიც პოლიტიკიდან შორსაა.

„მაგალითად, „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის პროექტი, რომელიც დაღესტნის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში, შემდეგ კი ირანში გაივლის. ეს პროექტი ყველა სახელმწიფოსთვის მომგებიანი იქნება“, – აღნიშნა კურტოვმა.

დრო შეიცვალა, რეგიონში გლობალური საფრთხეები გაჩნდა — ისლამური ექსტრემიზმი ქრისტიანულ ქვეყნებსაც კი ემუქრება. ამ პირობებში ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სინამდვილეში კავკასიის ყველაზე დიდი სახელმწიფო რუსეთია, ხაზი გაუსვა ექსპერტმა, და მან იცის, როგორ იცხოვროს მშვიდობიანად მეზობლებთან.

ყველა ახალი ამბავი
0