ექსპერტი: რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის გამო საქართველო ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиთურქული მაღაზია
თურქული მაღაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური ანალიტიკოსის ნადან ფრიდრიჰსონის აზრით, საქართველოს რიგი ზომების მიღება მიუწევს, რომლებიც შესაძლოა ანკარასთან ოფიციალურ დონეზე გააფუჭებენ ურთიერთობებს, მაგრამ ეს ნაბიჯები ეხლავე უნდა გადაიდგას, რათა მომავალში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ბოლო წლის მანძილზე ექსპერტები საქართველოს საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ, რომელიც თურქი მეზობლისგან მომდინარეობს, განაცხადა Sputnik-თან ინტერვიუში ფრიდრიჰსონმა. 

„ორ წელზე მეტი პანკისის ხეობისა და თურქეთის გავლით ბოევიკები ისლამის სახელმწიფოს მხარეზე საბრძოლველად მიდიოდნენ. საქართველოსა და თურქეთის სპეცსამსახურებმა ეს პროცესი არ შეაჩერეს. მასმედია თარხან ბათირაშვილის სახელით სპეკულირებდა. ერთმანეთის საწინააღმდეგო ინფორმაცია მოდის: თითქოს ის მოკლეს, თითქოს არა. ისლამის სახელმწიფოში წარმატებულ კარიერას მიღწეული ხეობის მკვიდრის მიმართ ასეთი დაჟინებული ყურადღება ეჭვს იწვევს, ხომ არ არის აქ თბილისიდან მომდინარე დაუფარავი მანიპულაცია? ბათირაშვილი აშშ-ს სპეცსამსახურის ხელში რომ ჩავარდნილიყო, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ თურქეთისათვის უსიამოვნო ბევრი საიდუმლო გამჟღავნდებოდა“,- განაცხადა ექსპერტმა.

ანკარა - Sputnik საქართველო
საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება თურქეთის ხელისუფლების პრიორიტეტია

„ჩნდება კითხვა: თუ კი დერეფანი ერთი მიმართულებით უწყვეტად მუშაობდა, რატომ არ შეიძლება მან იმუშაოს საწინააღმდეგო მიმართულებით? არ არსებობს გარანტიები, რომ იგივე მარშრუტით ბოევიკები თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოაღწევენ. თბილისს ამ რეგიონის სრულად გაკონტროლება არ შეუძლია. საქართველოს ხელმძღვანელობისათვის რთულია პრობლემის გადაჭრა, ხოლო განცხადებები და საჯარო ქმედებები ანკარასთან ოფიციალურ დონეზე ურთიერთობების გაფუჭების რისკია. ჩვენ ვიცით, ერდოღანი ტერორიზმთან მისი ქვეყნის კავშირში ბრალდებებზე რამდენად მტკივნეულად რეაგირებს. და საქართველო ხაფანგშია: მას არ შეუძლია არც ღიად განაცხადოს პრობლემის შესახებ, არც საკუთარი ძალებით გადაჭრას ის.“

ექსპერტის სიტყვებით, სხვა პრობლემაც არსებობს — აჭარაში თურქეთის ეკონომიკური ექსპანსია. ბოლო 10 წელი თურქეთი ამ ტერიტორიისადმი არაჯანსაღ ინტერესს იჩენდა.

„ყველაფერი სააკაშვილის დროს დაიწყო. მაშინ მრავალმა თურქმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამან რეგიონში რელიგიური ურთიერობები გაამწვავა, რაც ადრე საქართველოში არ ყოფილა. თურქეთიც უფრო მეტად აჭარაში ეკონომიკურად შემოედინება, საქართველო უფრო მეტად რისკავს ამ ტერიტორიის კონტროლი დაკარგოს. თურქული ზეგავლენა მისთვის უკვე კოლოსალურია, ეს მმართველი ელიტისათვის გამოწვევაა“,- ხაზი გაუსვა ფრიდრიჰსონმა.

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლას გააძლიერებენ - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის გამო საქართველო ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. რუსეთ-თურქული ურთიერთობების გამწვავება ქვეყანაზე ისახება. „თბილისი უკვე დიდი ხანია მოსკოვისგან დისტანცირების პოლიტიკას ატარებს. თითქოსდა, ამ კონფლიქტში საქართველომ თავისთვის სარგებელი უნდა ნახოს: რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს ერდოღანს, ამით საკუთარი „ბერლინის კედლის“ მშენებლობა დაასრულოს და მოსკოვს საბოლოოდ გაემიჯნოს. მაგრამ თბილისში უკვე დაინახეს საფრთხეები, რომლებიც სამხრეთის მეზობლისაგან მომდინარეობს. უკან დახევა და რუსეთთან დაახლოება ჯერჯერობით შეუძლებელია: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი გადაუწყვეტელია. არც ერთი საღი გონების ქართველი პოლიტიკოსი ამას მეორე პლანზე არ გადაწევს, როდესაც რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრებს.“

ექსპერტის აზრით, საქართველო იმაზე უნდა დაფიქრდეს, როგორ დაიცვას თავი. „იქნებ საჭიროა მკაფიო ნაბიჯის გადადგმა, რომელსაც ანკარა ნეგატიურად შეხვდება. იქნებ  სჯობს ანკარასთან კონფლიქტზე ეხლა წასვლა, რათა პანკისის ხეობამდე მიმავალი მარშრუტი უსაფრთხო გახდეს, და აღდგეს კონტროლი აჭარაში“,- ინტერვიუს ბოლოს განაცხადა ფრიდრიჰსონმა.

ყველა ახალი ამბავი
0