საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამართალდამცავმა ორგანოებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. იხილეთ Sputnik–ის მიერ გადაღებული, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების ამსახველი ვიდეო.
აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს განზრახული აქვთ გააძლიერონ სამმხრივი თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კუთხით. ამის შესახებ მხარეებმა თბილისში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადეს.
„ეს ვითარება სამმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებას მოითხოვს. საქართველო აზერბაიჯანთან და თურქეთთან ითანამშრომლებს იმისათვის, რომ ტერორიზმი საერთო ძალებით დავამარცხოთ. ტერორიზმი — ეს მსოფლიო მასშტაბის საფრთხეა და ამ ბრძოლაში ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ერთმანეთს“, — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯანელიძემ შეხვედრის შემდეგ.
თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანელმა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა. მისი თქმით, „სამი ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ“.