სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში თანამოაზრეთა ხილვა სურს

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილის, როგორც რეგიონის ლიდერისთვის, სასურველია თანამოაზრეთა მთავრობის ხილვა, წინააღმდეგ შემთხევაში მისი საქმიანობა ოდესაში არანაირი შედეგით არ დასრულდება, მიიჩნევს ქართველი ჟურნალისტი თენგიზ აბლოთია.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს რიგი პირობები წაუყენა, რომელთა შეუსრულებლობა ე.წ. რეფორმატორების გუნდის თანამდებობებიდან წასვლას გამოიწვევს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა, შესაძლოა, უკრაინელი ოპოზიციონერების რიგები შეავსოს

იმის შესახებ, თუ როგორი მთავრობის ხილვა სურს სააკაშვილს უკრაინაში და როგორ აფასებენ მის დღევანდელ ქმედებებს საქართველოში, „Sputnik აზერბაიჯანი“ ცნობილ ქართველ ჟურნალისტ თენგიზ აბლოთიას ესაუბრა, რომლის განცხადებითაც, საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინაში, პირველ რიგში, თანამოაზრეთა მთავრობის ხილვა სურს.

„ერთიანი გუნდი არა მხოლოდ პარტიული, არამედ მენტალური აზრითაც — რამდენადაც მე მესმის, მეორესთან დაკავშირებით უკრაინაში დიდი პრობლემებია“, — განაცხადა მან.

როგორც აბლოთიამ აღნიშნა, სააკაშვილს კარგად ესმის, თუ მას ცენტრიდან არ ექნა მხარდაჭერა, როგორც მხოლოდ ოდესის გუბერნატორს, რეგიონულ დონეზე არაფერი ღირებულის გაკეთება არ შეუძლია.
ამიტომ მას, როგორც რეგიონის ლიდერს, თანამოაზრეთა მთავრობის ნახვა სურს და თანაც — მისი მომხრეების. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საქმიანობა ოდესაში უშედეგოდ დასრულდება, მიიჩნევს ექსპერტი.

აბლოთიამ აღნიშნა, რომ საქართველოში სხვადასხვაგვარად აფასებენ სააკაშვილის დღევანდელ საქმიანობას უკრაინაში. ყველაფერი მის, როგორც პოლიტიკოსის, მიმართ მიდგომაზეა დამოკიდებული.

ალექსანდრ ბოროვიკი და მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რადაში ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია

„ისინი, ვისაც ის სძულს, ამბობენ, რომ მან დაანგრია საქართველო, ახლა უკრაინას დაანგრევს და აღშფოთებული არიან უკრაინის ხელისუფლებით, რომელიც მას თანამდებობებზე ნიშნავს და მის აზრს უსმენს. ამ კატეგორიას სააკაშვილის საქმიანობის ჩავარდნა სურს თუნდაც მთლიანად უკრაინის ჩავარდნის ხარჯზე“, — აღნიშნა ჟურნალისტმა.

ამ ადამიანებისთვის სულ ერთია ვის რა დაემართება იქ. ისინი სამყაროს მხოლოდ მიშა–ანტიმიშას პრიზმაში ხედავენ. მეტი მათ არაფერი აინტერესებთ.

სააკაშვილის მომხრეები კი, პირიქით, დარწმუნებული არიან, რომ მიშა შეძლებს უკრაინაში რეფორმების გატარებას და თუ მას ვერ გამოუვა, სხვა ვერც ვერავინ შეძლებს. ნეიტრალურად განწყობილები კი მხრებს იჩეჩავენ —  „კარგი, მიშა, კარგი უკრაინა, კარგი ოდესა, და მერე რა? დაე, სცადოს“, დაასკვნა აბლოთიამ.

ყველა ახალი ამბავი
0