სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რადაში ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია

© Facebook Александра Боровикаალექსანდრ ბოროვიკი და მიხეილ სააკაშვილი
ალექსანდრ ბოროვიკი და მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოდესის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა პარტიებიდან ახალგაზრდა რეფორმატორთა მოძრაობა შექმნა და რომ მის ხალხს არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ალბათობა არის ძალიან მაღალი. დღესაც გამოჩნდა, რომ თითქმის გარდაუვალია. ახლა იქნება ეს, 2 თვეში, თუ 6 თვეში, ყველა შემთხვევაში მოხდება”, — განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა: „იმ ხალხს, ვინც არის შეკრებილი ჩემ გარშემო, აქვს შანსი, ნებისმიერი არჩევნები მოიგოს უკრაინაში”.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა, შესაძლოა, უკრაინელი ოპოზიციონერების რიგები შეავსოს

"ეს იციან კარგად კლანების და ოლიგარქების წარმომადგენლებმა და ამიტომ ძალიან განერვიულებული არიან. მთელი მათი პროპაგანდა მომართულია ჩემ წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენ ხალხის მხარდაჭერა გვაქვს,“ —  დასძინა სააკაშვილმა.   

სააკაშვილმა განაცხადა, რომ სხვადასხვა პარტიიდან ახალგაზრდა რეფორმატორების მოძრაობა შექმნა, ამავე დროს ახალი პოლიტიკური პარტია არ შექმნილა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ასეთი პარტია შეიძლება მალე გამოჩნდეს.

ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე კვირას უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. სამშაბათს რადაში პრემიერის გადადგომაზე და მინისტრთა ახალი კაბინეტის შექმნაზე, რომელსაც, სავარუდოდ, პარლამენტის ამჟამინდელი სპიკერი ვლადიმირ გროისმანი უხელმძღვანელებს, კენჭისყრას ელოდებოდნენ. თუმცა, დეპუტატების ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებები თითქოსდა ჩიხში შევიდა და სამშაბათს კენჭისყრა არ გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0