მსახიობები საქართველოდან რუსეთის სამსახიობო სკოლაში ისწავლიან

© СТД РФრუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა
რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს სკოლა თავის კარს 87 ახალგაზრდისთვის გააღებს 28 ქვეყნიდან. მათ შორის ორი მსახიობი საქართველოდან არის.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ქართველი მსახიობები რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მე-10 საიუბილეო საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ისწავლიან, რომელიც 2016 წლის ივნისში მოსკოვში გაიმართება, განუცხადეს Sputnik-ს ორგანიზატორებმა.

რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რუსული საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტია. მასში მონაწილეობის უფლება აქვთ 35 წლამდე ასაკის რუსული ენის მცოდნე პროფესიონალ მსახიობებს.

ყოველწლიურად ორგანიზატორების მისამართით დაახლოებით 500 განაცხადი შედის. სკოლის მსმენელთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე ხდება. სკოლის მონაწილეთა რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს საკუთარ თავზე ორგანიზატორები იღებენ.

სკოლა წელს საკუთარ კარს 87 მსახიობისთვის გააღებს, რომლებიც 28 ქვეყნიდან ჩავლენ. მათ შორის იქნებიან მსახიობები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა, ასევე რუსეთის 40 ქალაქიდან.

სკოლაში, ტრადიციულად, საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

© СТД РФრუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეები
რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეები - Sputnik საქართველო
რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეები

წელს პროექტში მონაწილეობისთვის კონკურსი საქართველოდან ორმა მსახიობმა გაიარა. ესენი არიან აშოტ სიმონიანი ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული სომხური თეატრიდან და ნინა ნანიძე — გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული აკადემიური თეატრიდან.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, გასულ წლებში სკოლა არა მხოლოდ ასწავლიდა სტუდენტებს, არამედ თვითონაც ბევრს სწავლობდა მათგან. პროექტის არსებობის მანძილზე სკოლამ სახე ძლიერ იცვალა, გააფართოვა მონაწილეთა გეოგრაფია და სასცენო ხელოვნების ახალი ჟანრები შეითვისა.

ნაწყვეტი ბალეტიდან ანა კარენინა - Sputnik საქართველო
თბილისში პეტერბურგის ბალეტის თეატრი „ანა კარენინას“ წარმოადგენს

"თუმცა უცვლელი დარჩა მისი კონცეპტუალური ხედვა — გააერთიანოს საუკეთესო მსახიობები სხვადასხვა ქვეყნიდან და კონტინენტიდან სწავლისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი შემოქმედებითი პროდუქტის შექმნისთვის ყველაზე საუკეთესოს საფუძველზე, რაც რუსულ თეატრს შეუქმნია“, — აცხადებენ ორგანიზატორები.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეისწავლიან სამსახიობო ოსტატობას, სასცენო მეტყველებას, საკონტაქტო იმპროვიზაციას, ვოკალს, რიტმიკას, თანამედროვე ცეკვას, ასევე გრიმის, ფარიკაობისა და სასცენო ბრძოლის ხელოვნებას.

კინომსახიობთა თეატრი - Sputnik საქართველო
თუმანიშვილის თეატრი მოსკოვში ორ სპექტაკლს წარადგენს

სწავლების პროცესში ცნობილი რუსი რეჟისორები სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად შექმნიან ხუთ სპექტაკლს — თოჯინების, პლასტიკურ, ქუჩის და ორ დრამატულს. ამ დადგმების ნახვის საშუალება ყველა მსურველს ექნება თეატრალურ ცენტრში „ნა სტრასტნომ“ და მოსკოვის ქვეითად მავალთა ქუჩებზე.

პროექტი ხორციელდება რუსეთის კულტურის სამინისტროს, მოსკოვის ოლქის კულტურის სამინისტროსა და მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის მხარდაჭერით.

მთელი ათი წლის განმავლობაში პროექტის იდეური სულისჩამდგმელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის თავმჯდომარე, რუსეთის სახალხო არტისტი ალექსანდრ კალიაგინი.

ყველა ახალი ამბავი
0