თუმანიშვილის თეატრი მოსკოვში ორ სპექტაკლს წარადგენს

© photo: Sputnikკინომსახიობთა თეატრი
კინომსახიობთა თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მსახიობები მაყურებლის სამსჯავროზე მონოსპექტაკლებს „კაბის დღიური“და „წამშია წუთი“ წარადგენს. ჩვენებები 27 და 28 თებერვალს გაიმართება.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ფესტივალის „ლაბორატორიის სამი საფეხური“ ფარგლებში, რომელსაც თეატრი „დრამატული ხელოვნების სკოლა“ მესამედ ატარებს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თბილისის კინომსახიობთა თეატრი ორ სპექტაკლს წარადგენს, იუწყება თეატრის პრესსამსახური.

ორ მონოსპექტაკლს — „კაბის დღიური“ და „წამშია წუთი“ ქართველი მსახიობები „დრამატული ხელოვნების სკოლის“ სცენაზე 27 და 28 თებერვალს წარადგენენ.

ბალერინები - Sputnik საქართველო
თბილისური უქმეები: 26-28 თებერვალი

 „ლაბორატორიის სამი საფეხური“ „დრამატული ხელოვნების სკოლის“ ყოველწლიური ფესტივალია. წელს ის მესამედ ტარდება და მას „გამოცდილების ტრანსლაცია“ უწოდეს, რადგანაც პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი „დრამატული ხელოვნების სკოლის“ წამყვანი ოსტატების — რეჟისორ დმიტრი კრიმოვის, რეჟისორისა და მსახიობის იგორ იაცკოს, რეჟისორის, მსახიობისა და ქორეოგრაფის კონსტანტინ მიშინისა და „დრამატული ხელოვნების სკოლის“ ცნობილი გუნდის ხელმძღვანელის ავეტლანა ანისტრატოვას მასტერ-კლასები გახდება.

გარდა ამისა, ტრადიციულად, ფესტივალზე გაიმართება მომავალი სპექტაკლებისა და ექსპერიმენტული ნამუშევრების ღია ჩვენებები, რომლებიც სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნა, პიესების კითხვა და მონოსპექტაკლების წარმოდგენა.

 „დრამატული ხელოვნების სკოლამ“ ფესტივალზე თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი პირველად მიიწვია. მოსკოვში ქართველმა მსახიობებმა ორი სპექტაკლი ჩაიტანეს: „კაბის დღიური“ — თამარ ბართაიას პიესა „კაბის“ მიხედვით და „წამშია წუთი“ — ავტორი და შემსრულებელი ანრი ბიბინეიშვილი.

სპექტაკლს დადგამ, პრემიერის დღეს კი მოწყენილი ხარ - მიხეილ თუმანიშვილი - Sputnik საქართველო
სპექტაკლს დადგამ, პრემიერის დღეს კი მოწყენილი ხარ - მიხეილ თუმანიშვილი

 „კაბის დღიურმა“ ედინბურგის ფესტივალზე უკვე მოიპოვა აღიარება, რუსეთში მას პირველად წარადგენენ. ესაა პატარა ფრანგული შავი კაბის ისტორია, რომელიც ბედის განგებით თბილისში ახალგაზრდა ქალიშვილის ხელში აღმოჩნდება და მასთან რჩება მთელი ცხოვრება, მასთან ერთად იზიარებს სიხარულსა და მწუხარებას მშვიდობიან დღეებსა თუ ომიანობის დროს. ეს სპექტაკლი მსახიობ თამარ ბზიავასთვის სპეციალურად შეიქმნა, რეჟისორია ჰილარი ვუდი.

 „წამშია წუთი“ — ესაა სპექტაკლი-მონოლოგი  ოდესღაც დიდი მოცეკვავის, ახლა კი მაწანწალის ცხოვრებაზე, სადაც მთავარი გმირი მსჯელობს თავის ბედზე, ემიგრაციაში გადარჩენის სიძნელეებზე, თავის განვლილ გზაზე, რომელმაც მსახიობი დიდი სცენიდან მიწისქვეშა გადასასვლელში ცხოვრებამდე მიიყვანა.

 „ჩემი გმირი აწმყოს განიცდის და ძველ ცხოვრებაზე დარდობს, — ამბობს სპექტაკლის ავტორი და შემსრულებელი ანრი ბიბინეიშვილი. — ის ფიქრობს სამშობლოზე, ადამიანებზე, რომლებმაც ღირსება დაკარგეს“.

ქართველი მსახიობები მოსკოვში „დრამატული ხელოვნების სკოლის“ სცენაზე სამ წარმოდგენას გამართავენ: 27 თებერვალს საღამოს გაიმართება სპექტაკლი „კაბის დღიური“, 28 თებერვალს დღისით — „კაბის დღიური“, ხოლო საღამოს — „წამშია წუთი“.

ყველა ახალი ამბავი
0