თეატრმცოდნე მანანა ტურიაშვილმა Sputnik-ს ცნობილი ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის ცხოვრების ამსახველი საარქივო კადრები მიაწოდა.
ეს კადრები, რომელიც 1991 წელს, კინომსახიობთა თეატრშია გადაღებულია , თეატრმცოდნე მანანა ტურიაშვილის პირადი არქივიდანაა.
თუმანიშვილის სახელთან არის დაკავშირებული XX საუკუნის 50-60-იანი წლებში რუსთაველის თეატრის არაერთი ბრწყინვალე გამარჯვება და კინომსახიობთა თეატრის დაარსება, რომელიც 1978 წელს გაიხსნა. ამ თეატრში თუმანიშვილმა მოლიერის „დონ ჟუანი“ დადგა, რომლითაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა.
„მიხეილ თუმანიშვილისთვის თეატრი ტაძარი იყო, სადაც ქადაგებდნენ ზნეობას, სიყვარულს, სიკეთეს… მან ცხოვრების მრავალ ცდუნებებს გაუძლო და ბავშვური სისპეტაკე, პატიოსნება არ დაუკარგავს და თუ მხოლოდ ხელოვნებაში მჟღავნდება ვინაა ადამიანი, თუმანიშვილის შემოქმედებაში ჩვენ ვხედავთ პიროვნებას, რომელმაც ცხოვრებაში აირჩია სითბო, სიმშვიდე, გაბედულება და მხიარულება“, — განაცხადა ტურიაშვილმა Sputnik-თან საუბრისას.
2016 წლის 6 თებერვალს მიხეილ თუმანიშვილს დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდა.