სექს-სკანდალის საქმეზე ეჭვმიტანილებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშისაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა შეეფარდა ხუთ ადამიანს, ერთის დაკავება ვერ მოხერხდა, რადგანაც გამოძიებას მიემალა, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლდ წარუდგინეს.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ღამე ყოფილ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ზომად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი ედებათ საჯარო პირების ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაში, იტყობინებიან ქართული მედიასაშუალებები.

მარტის დასაწყისში საქართველოში YouTube-ზე ატვირთული ვიდეოჩანაწერების გამო. რომელშიც თითქოსდა ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ, სკანდალი აგორდა. ერთ-ერთ ვიდეოზე კონკრეტული პოლიტიკოსის ვინაობა იყო დასახელებული. მეორე ჩანაწერზე ვიდეოს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა დაიმუქრა, რომ კიდევ გამოაქვეყნებს რამდენიმე ვიდეოს მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით. მარტის ბოლოს კიდევ ერთი მსგავსი ტიპის ვიდეო გამოქვეყნდა. 

პროკურატურა სასამართლო მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დამნაშავეები გამოავლინა

მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თავისუფლებაში მყოფ ბრალდებულებს გამოძიებისთვის ხელის შეშლა შეუძლიათ. ამას არ ეთანხმება დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულებები, რომლებიც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას დაადასტურებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიების მიმდინარეობისას პატიმრობა შეეფარდათ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) დირექტორის მოადგილე ვასილ ლელუაშვილს, კუდის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რევაზ შიუკაშვილს, კუდის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს ყოფილ დირექტორს რომან ზაალიშვილს.

კანონი და მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გააკეთა სკანდალურ ვიდეოკადრებზე

გარდა ამისა, პატიმრობაში იქნებიან შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე და შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი და შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი.

დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს, რადგანაც მან დატოვა საქართველო და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.

უფრო ადრე მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა სქემა, რომლის მიხედვითაც ქართველი პოლიტიკოსების მაკომპრომიტირებელი ვიდეოები შეიქმნა. გამოძიების მასალებით, სექსუალური ხასიათის ვიდეოებს 2011 და 2012 წლებში ლელუაშვილის დავალებით იწერდნენ და აგროვებდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0