თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა რეაგირებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ყველა შეტყობინებაზე, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ირკვევა, რომ უმეტეს შემთხვევაში საქმე ინტერნეტ-ვირუსთან გვაქვს, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
დღეს, „რუსთავი-2“-ის ინფორმაციით, ქსელში თითქოსდა ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობით სექსუალური ხასიათის ახალი ვიდეოკადრები გაჩნდა. ამჟამად კადრები ფართოდ არ გავრცელებულა, იგი Facebook-ის ცალკეულ მომხმარაბლებს ყალბი პროფილიდან გაეგზავნათ. ვიდეო უკვე დაბლოკილია.
„უკანასკნელ პერიოდში ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა სახის ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ თემაზე საჯარო სივრცეში გავრცელებულ ყველა განცხადებასა თუ შეტყობინების ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება ხსენებულ შეტყობინებებში დაფიქსირებული ფაქტების ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს და გავრცელების მცდელობის დადგენა-პრევენციის მიზნით“, — ნათქვამია განცხადებაში.
ყველა გაურკვეველი წარმოშობის ვიდეოფაილის გავრცელების მცდელობისას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და გავრცელების პრევენციის მიზნით ვიდეოფაილების სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე უმოკლეს დროში დაბლოკვა, აცხადებს პროკურატურა.
15 მარტს საქართველოს პროკურატურამ ქართული გაზეთის „ქრონიკა+“-ის მეშვეობით 2015 წლის დეკემბერში სექსუალური ხასიათის კადრების გავრცელების სქემის გახსნის შესახებ განაცხადა. ამ საქმეზე ოთხი ადამიანია დაკავებული, ერთს ბრალდება წაუყენეს.
მარტის დასაწყისში Youtube-ზე უკვე ორჯერ გაჩნდა ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც თითქოსდა ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ. ერთ-ერთ ვიდეოში კონკრეტულ პოლიტიკოსზე იყო მითითება. მეორე ჩანაწერში ვიდეოს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა არ დაასახელა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დამალა. მან ასევე დაიმუქრა, რომ მალე საქართველოს მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის „მონაწილეობით“ კიდევ რამოდენიმე ვიდეოს გამოაქვეყნებს.
სექსუალური ხასიათის სკანდალური ვიდეოკადრები, რომლებშიც ქართული პოლიტიკოსები მონაწილეობენ, სოციალურ ქსელებში უკრაინიდან, შვედეთიდან და ლიტვიდან ატვირთეს, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ.