პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი პირადი მონაცემების დაცვის უწყების შექმნას ითხოვს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიგადაღება
გადაღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალდანი თვლის, რომ პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის პრაქტიკის აღმოსაფხვრელად ყველა რესურსის მობილიზება და უცხოელი ექსპერტების ჩართვა აუცილებელია.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი საქართველოში უწყების შექმნას სთავაზობს, რომელიც პირადი მონაცემების დაცვის სამოქმედო გეგმას მოამზადებს.

დღეს, „რუსთავი-2“-ის ინფორმაციით, ქსელში თითქოსდა ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობით სექსუალური ხასიათის ახალი ვიდეოკადრები გაჩნდა. ამჟამად კადრები ფართოდ არ  გავრცელებულა, იგი  Facebook-ის ცალკეულ მომხმარაბლებს ყალბი პროფილიდან გაეგზავნათ. ვიდეო უკვე დაბლოკილია.

ახალი სტრუქტურის შექმნის მიზეზად, პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი ინტერნეტში პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების გახშირებულ შემთხვევებს ასახელებს.

საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
პროკურატურაში იმ პირთა დაკითხვა მიმდინარეობს, ვინც ინტიმური კადრები მიიღო

„დროის დაკარგვა არ შეიძლება. მე ვთხოვ საქართველოს პრემიერსა და  პრეზიდენტს საკოორდინაციო უწყება ან ჯგუფი შექმნან, რომელიც კომპლექსური გეგმის შემუშავებაზე და მის სწრაფ განხორციელებაზე თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებს. ჩვენი მხრიდან, პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის პრაქტიკის აღმოსაფხვრელად მზაობას ვაცხადებთ“,- „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა ქალდანმა.

ყველა რესურსის მობილიზებაა საჭირო და ისეთი გეგმა უნდა შემუშავდეს, რომელიც ყველა არსებულ საფრთხეს გასცემს პასუხს, დაამატა მან.

ინსპექტორს მიაჩნია, რომ მთავრობამ უცხოელი ექსპერტები და სხვა ქვეყნების უწყებები უნდა ჩართოს. 

მარტის დასაწყისში  Youtube-ზე უკვე ორჯერ გაჩნდა ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც თითქოსდა ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ. ერთ-ერთ ვიდეოში კონკრეტულ პოლიტიკოსზე იყო მითითება. მეორე ჩანაწერში ვიდეოს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა არ დაასახელა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დამალა. მან ასევე დაიმუქრა, რომ მალე საქართველოს მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის „მონაწილეობით“ კიდევ რამოდენიმე ვიდეოს გამოაქვეყნებს.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
პროკურატურა: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების სქემა გახსნილია
 

სექსუალური ხასიათის სკანდალური ვიდეოკადრები, რომლებშიც ქართული პოლიტიკოსები მონაწილეობენ, სოციალურ ქსელებში უკრაინიდან, შვედეთიდან და ლიტვიდან ატვირთეს, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ. გარდა ამისა, 15 მარტს საქართველოს პროკურატურამ ქართული გაზეთის „ქრონიკა+“-ის მეშვეობით 2015 წლის დეკემბერში სექსუალური ხასიათის კადრების გავრცელების სქემის გახსნის შესახებ განაცხადა. ამ საქმეზე ოთხი ადამიანია დაკავებული, ერთს ბრალდება წაუყენეს.

ყველა ახალი ამბავი
0