საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. 24-ე ტურის ანონსი

© GFFთბილისის "დინამო"
თბილისის დინამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–ის სპორტული მიმომხილველი ნოდარ მაისურაძე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურის წინ, რომელიც კვირას იწყება, ძალთა გადანაწილებას გაგვაცნობს.

საქართველოს ჩემპიონატში 24-ე ტურის მატჩებით „აპრილის მარათონი“ დასრულდება. ამ ტურში გუნდებს 10 დღის განმავლობაში სამ-სამი მატჩის ჩატარება მოუწიათ (2 აპრილიდან დაწყებული). 

შემდეგ ტურამდე, რომელიც  ერთ კვირაში დაიწყება, ყურადღება დღევანდელ თამაშებზე გავამახვილოთ.

იმერული დერბი

არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ მთელი ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სამტრედიას“ შორის იმერული დერბი იქნება.

„ტორპედო“, ზედიზედ ოთხ მატჩია, ვერ იმარჯვებს. გასულ ტურში თბილისის „დინამოსთან“ ბოლო წუთებზე დამარცხებაც დადებით ემოციებს ნამდვილად არ იწვევს. ამასთან, კლუბის მთავარ მწვრთნელს ალექსანდრ შტელინს კვლავ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და გუნდს დროებით მიხეილ აშვეთიასა და გიორგი სუხიაშვილის დუეტი ხელმძღვანელობს.

თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს შეხვედრა - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში — დრამა „ელ–კლასიკოში“

სტატისტიკა დღევანდელი მასპინძლების მხარესაა. „სამტრედიასთან“ 26 შეხვედრიდან „ტორპედომ“ 15-ჯერ გაიმარჯვა და მხოლოდ შვიდჯერ დამარცხდა.

„სამტრედია“ კი შესანიშნავ ფორმაშია — 11 მატჩი წაგების გარეშე და ზედიზედ შვიდი გამარჯვება. გია ცეცაძის გუნდი ჩემპიონატის დისტანციას წარმატებით გადის და სრულებით შესაძლებელია, რომ დღევანდელი მეტოქე მისი მორიგი „მსხვერპლი“ აღმოჩნდეს.

პირველი გამარჯვება საკუთარ მოედანზე?

გაიმარჯვებს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დილა“ პირველად 2016 წელს საკუთარ მოედანზე? ალბათ, ასეთ კითხვას სვამს გორელების გულშემატკივარი „სიონის“ წინააღმდეგ მატჩის წინ.

რაც უნდა უცნაური იყოს, ზამთრის შესვენების შემდეგ „დილამ“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საკუთარ სტადიონზე სამ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აიღო.

დღევანდელი მეტოქეც ამ უსიამოვნო სტატისტიკის შეწყვეტისთვის არცთუ შესაფერისი გუნდია.

 „სიონი“ „დილას“ პირდაპირი კონკურენტია ევროთასის ზონაში მოსახვედრად. ბოლნისის კლუბი „დილას“ მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება და რა თქმა უნდა, დღეს ყველაფერს იღონებს, რომ უეფას ევროპის ლიგას მიუახლოვდეს. მოკლედ რომ ითქვას, ვარლამ კილასონიას გუნდისთვის დღევანდელი თამაში ატარებს სტატუსს — win or die.

და ლიდერი?

ამჟამინდელი სეზონის ლიდერი და თითქმის საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამოა“. ის გასვლით თამაშს „ცხინვალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. თუმცა, „გასვლითი“ მატჩს მხოლოდ ქაღალდზე ეწოდება. თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც „ცხინვალია“ მასპინძელი გუნდი.

სტადიონი - Sputnik საქართველო
"დინამო" თბილისი 4500 ლარით, ხოლო "დინამო" ბათუმი 3500 ლარით დაჯარიმდნენ

„ცხინვალს“ წელს არცერთი მატჩი არ მოუგია. კახა კაჭარავას გუნდმა პირველი წრე კარგად ჩაატარა. მაგრამ საუკეთესო ბომბარდირის ნიკა კაჭარავას „როსტოვში“ გადასვლამ, საკადრო პრობლემებმა და გარკვეულმა ფინანსურმა არასტაბილურობამ თავისი საქმე გააკეთა. „ცხინვალი“ სატურნირო ცხრილში  38 ქულით მეექვსე ადგილზეა.

„დინამო“ კი ყოველ ტურში უახლოვდება თავის ტრიუმფს. შესაძლოა, იური იარაბეკის გუნდმა შემდეგ ტურში უკვე გაიფორმოს ჩემპიონობა.

ბრძოლა გადარჩენისთვის

სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილისგან განსხვავებით, არიან გუნდები, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან. ასეთი კლუბებია „მერანი“ და „საპოვნელა“. მათ, შესაბამისად,  მე-15 და მე-14 ადგილები უკავიათ.

გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. მაშინ „საპოვნელამ“ საკუთარ მოედანზე 2:1 გაიმარჯვა.

24-ე ტურის მატჩების ცხრილი:

10 აპრილი

„დილა“ – „სიონი“

ბათუმის „დინამო“ – „გურია“

„ცხინვალი“ — თბილისის „დინამო“

„ზუდიდი“ – „შუქურა“

„მერანი“ – „საპოვნელა“

„ტორპედო“ – „სამტრედია“

11 აპრილი

„კოლხეთი“ – „ჩიხურა“

„საბურთალო“ – „ლოკომოტივი“


ყველა ახალი ამბავი
0