შვედეთს საკუთარი ტელეფონის ნომერი აქვს - რა იციან შვედებმა საქართველოზე?

© photo: Sputnik / Stringerსტოკჰოლმი
სტოკჰოლმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვედეთმა აამუშავა პროგრამა „ზარი შვედეთში“, რითაც პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც საკუთარი ტელეფონის ნომერი აქვს. Sputnik საქართველო სკანდინავური ქვეყნის მოქალაქეებს შემთხვევითი შერჩევით დაუკავშირდა და გაარკვია რა იციან მათ საქართველოს შესახებ.

ვიქტორია დოლიძე Sputnik

შვედეთში დარეკვა შესაძლებელია ნომერზე +46771793336. პროგრამა თქვენ შემთხვევითი შერჩევით დაგაკავშირებთ შვედთან, რომელმაც თავის მობილურზე სპეციალური პროგრამა გადაიწერა და ამით თანხმობა განაცხადა ესაუბროს შემთხვევით ადამიანს მთელი მსოფლიოდან. 

Sputnik-მა ათი ზარი განახორციელა „ზარზე შვედეთში“. ცხრაჯერ ტელეფონზე მამაკაცმა გვიპასუხა. ყველაზე ხშირად გვესმოდა ფრაზა —  „საერთოდ მე ძალიან ცოტა რამ ვიცი საქართველოზე“. რამდენჯერმე კი ასეთი პასუხი მივიღეთ „არაფერი — აი რა ვიცი საქართველოზე“. 

თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელთაც საქართველოზე პირველად არ გაიგეს. მაგალითად სტოკჰოლმელმა გუსტავმა იცოდა, რომ საქართველო რუსეთის მეზობელი ქვეყანაა და რომ მანამდე იგი საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო. 

გიორგი მარგველაშვილი და მარგოტ ვალსტრემი - Sputnik საქართველო
საქართველომ და შვედეთმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე მოილაპარაკეს

„ქართველებსაც ასევე უყვართ არაყი?“, — იკითხა გუსტავმა და ძალიან გაოცებული დარჩა, იმით, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა და ეს სასმელი აქ ბევრად უფრო პოპულარულია. 

ალიკმა და სედრიკმა გიოტებერგიდან იცოდნენ, რომ საქართველოს დროშა თეთრ-წითელია — სკოლის გეოგრაფიის გაკვეთილებიდან. სედრიკმა ასევე იცოდა, რომ საქართველო აზერბაიჯანის მეზობელი ქვეყანაა. 

სვანური კოშკები - Sputnik საქართველო
ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოში მასშტაბური პროექტი იწყება

ერთადერთი შვედი ქალბატონი რომელსაც დავუკავშირდით — სტოკჰოლმელი ანა იყო და იგი ყველაზე გათვითცნობიერებული აღმოჩნდა საქართველოს შესახებ. 

„დედაჩემი ორი წლის წინ სამსახურიდან იყო ჩასული საქართველოში. იგი მის დედაქალაქში — თბილისში იყო. ეს ძალიან პატარა ქვეყანაა და რუქაზე თითქმის არ ჩანს, მაგრამ იგი ძალიან ძველი ქვეყანაა. დედა გვიამბობდა, რომ თქვენი ქვეყანა ძალიან ლამაზია, ბევრი ძველი შენობაა“, — თქვა ანამ. 

მთლიანობაშოი შვედები დაინტერესდნენ საქართველოთი და როცა მოისმინეს ჩვენი მონათხრობი, რომ ეს არის ლამაზი ქალაქების, არქიტექტურის, ისტორიის, საოცარი ტრადიციებისა და კერძების მხარე, ამბობდნენ, რომ სურვილი გაუჩნდათ ჩამოსულიყვნენ. 

შვედეთს საკუთარი ნომერი 6 აპრილს გაუჩნდა. პროგრამა ტურიზმის განვითარების მიზნით ამუშავდა და დაუკავშირეს ქვეყანაში ცენზურის გაუქმების 250 წლისთავს. 

ამ დროისათვის შვედეთში უკვე დარეკა 17 ათასამდე კაცმა, საუბრების საერთო ხანგრძლივობა 30 დღე-ღამეა. ველაზე ხშირად შვედებთან საუბარი სურთ აშშ-ს მცხოვრებთ (30%), თურქებს (16%), დიდ ბრიტანელებს (8%), რუსებს (7%) და ავსტრალიელებს (7%). 

 

ყველა ახალი ამბავი
0