გახსნილია სქემა რომლითაც პოლიტიკოსთა მაკომპრომიტირებელი მასალების მოპოვება ხდებოდა

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ შეძლო გაეხსნა ის სქემა, რომლითაც მოხდა პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომიტირებელი ვიდეომასალების ჩაწერა.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა სქემა, რომლითაც მოხდა ქართველ პოლიტიკოსთა მაკომპრომიტირებელი ვიდეომასალების შექმნა. 

ამ საქმეზე დაკავებულია  შსს-ს ხუთი ყოფილი ჩინოვნიკი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვასილ ლილუაშვილი. კიდევ ერთი ყოფილი ჩინოვნიკი მიმალვაშია ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ მაკომპრომიტირებელი ხასიათის ვიდეომასალები პოლიტიკოსებსა და საზოგადოებისათვის ცნობილ პირებზე, შეკრებილია 2011-2012 წლებში ლელუაშვილის დავალებით. 

პროკურატურა სასამართლო მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დამნაშავეები გამოავლინა

კერძოდ დადგენილია, რომ 2012 წლის მაისში,  ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსს ირაკლი ყიფშიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2012 წლის 5 მაისს, ერთ-ერთი პოლიტიკოსი აპირებდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე სასტუმროში გაჩერებას. ამ ფაქტის შესახებ, მან შეატყობინა ვასილ ლელუაშვილს, რომლის დავალებითაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ჩაწერის მიზნით, დაიგეგმა სასტუმროს ნომერში ფარული გადამღები მოწყობილობის დამონტაჟება, რითაც უკანონოდ მოიპოვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. 

ამ ფაქტიდან  ერთ თვეში,  2012 წლის 5 ივნისს, ვასილ ლელუაშვილის  დავალებით,  ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა რევაზ შიუკაშვილმა და მისმა მოადგილემ რომან ზაალიშვილმა ორგანიზება გაუწიეს ხსენებულ ბინაში ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებას, რა გზითაც უკანონოდ მოიპოვეს ოპოზიციურად განწყობილი კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი..

გამოძიების ფედერალური ბიურო - Sputnik საქართველო
აშშ საქართველოს სექს-სკანდალის გამოძიებაში ტექნიკურად დაეხმარება

ჩატარებული გამოძიებით, ასევე გახსნილია ვასილ ლელუაშვილის ორგანიზებით განხორციელებული კიდევ ერთი დანაშაულებრივი ფაქტი, რომელიც ეხება 2013 წლის მაისში საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას. კერძოდ, 2011 წლის დეკემბერში ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ვასილ ლელუაშვილის დავალებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს უფროსმა გივი კაციტაძემ ორგანიზება გაუწია ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებასა და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მოპოვებას.

შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე იქნენ დაკავებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.  აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  5-დან 8 წლამდე ვადით. 


ყველა ახალი ამბავი
0