აშშ საქართველოს სექს-სკანდალის გამოძიებაში ტექნიკურად დაეხმარება

CC BY-SA 2.0 / Domenico Convertini / FBI Headquartersგამოძიების ფედერალური ბიურო
გამოძიების ფედერალური ბიურო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ტიპის საქმეები რთული გამოსაძიებელია და საერთაშორისო თანამშრომლობას მოითხოვს, განაცხადა აშშ-ის საელჩოს სამართლებრივმა ატაშემ ქეთლინ კენინგმა.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. აშშ ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს პროკურატურას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმეში, განაცხადა საქართველოში აშშ–ის საელჩოს ატაშემ სამართლებრივ საკითხებში კეტლინ კენინგმა ბრიფინგზე.

საქართველოს ხელისუფლება - Sputnik საქართველო
ვიდეოკადრების საქმეს საქართველოს პროკურატურა და ძიების ფედერალური ბიურო გამოიძიებენ

მას შემდეგ, რაც ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობით სექსუალური ხასიათის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელ „ფეისბუქსა“ და „იუთუბზე“ აიტვირთა, პროკურატურამ აშშ–ის საელჩოს მეშვეობით გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმართა დახმარებისთვის, რის შემდეგაც საქართველოში ბიუროს წარმომადგენელი ჩამოვიდა.

„ჩვენ მთავარმა პროკურატურამ მოგვმართა, რათა ამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმის გამოძიებაში დავეხმაროთ. ამ ტიპის საქმეების გამოძიებაში ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ გაგიწიოთ ტექნიკური და საგამოძიებო დახმარება“, — თქვა კენინგმა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება დიდ დროს მოითხოვს.

„დარწმუნებული ვართ, რომ საგამოძიებო ჯგუფი სრულფასოვნად შეისწავლის ყველა მიმართულებას იმ პირთა იდენტიფიკაციის მიზნით, რომლებიც დანაშაულზე არიან პასუხისმგებლები. მსგავსი ტიპის კომპლექსური საქმეები, რომლებიც მოიცავენ კიბერ-კომპონენტებს და ატარებენ ტრანსნაციონალურ ხასიათს, არის განსაკუთრებით რთული გამოსაძიებლად, მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე და საჭიროებს დიდ დროს, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების თვალსაზრისით“, — განაცხადა აშშ-ის საელჩოს ატაშემ.

ყველა ახალი ამბავი
0