ვიდეოკადრების საქმეს საქართველოს პროკურატურა და ძიების ფედერალური ბიურო გამოიძიებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ხელისუფლება
საქართველოს ხელისუფლება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგამოძიებო ჯგუფმა 200-ზე მეტი საგამოძიებო ღონისძიება ჩაატარა, რის საფუძველზეც 25 საცხოვრებელ მისამართზე ჩხრეკა განხორციელდა.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ქართველ სამართალდამცველებს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში დაეხმარებიან, განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ მამუკა ვასაძემ.

მას შემდეგ, რაც Fаcebook-სა და YouTube-ზე ქართველი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აშშ-ის საელჩოს მეშვეობით ძიების ფედერალურ ბიუროს მიმართა საექსპერტო დახმარებისთვის, რის საფუძველზეც თბილისში ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი ჩამოვიდა.

ვასაძის განცხადებით, საგამოძიებო ჯგუფმა 200-ზე მეტი საგამოძიებო ღონისძიება ჩაატარა. 25 მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 CD და DVD დისკი, 26 კომპიუტერი, 37 მობილური ტელეფონი, 86 სიმ-ბარათი, 53 მეხსიერების ბარათი, 5 გარე მეხსიერების მყარი დისკი.

საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული.

ყველა ახალი ამბავი
0