საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პირველი პარტია დარეგისტრირდა

© photo: Sputnik / Кристина Афанасьева / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიებმა ცესკო-ს 1 აგვისტომდე უნდა მიმართონ.

თბილისი, 6 აპრილი —Sputnik. პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო ხელისუფლება“, რომლის ლიდერია ქვემო ქართლის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, პირველია პარტიებს შორის, რომელიც საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა.

საქართველოს ცესკო-ს ინფორმაციით, პარტია 2 აპრილს დარეგისტრირდა.

საქართველოს პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.

პარტიებმა, რომლებსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურთ და საკონმდებლო ორგანოში წარმომადგენელი არ გააჩნიათ, ცესკო-ში მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართონ, შემდეგ კი მომხრეთა სიები წარადგინონ.

იმ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, რომლებსაც პარლამენტში თუნდაც ერთი წარმომადგენელი ჰყავთ, ცესკო-ში 15 აგვისტომდე სია უნდა წარადგინონ, რომელიც არანაკლებ 1000 მომხრეს მოიცავს.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნებში მეორე ტურს ვარაუდობს

ხოლო იმ პარტიებმა, რომელთაც 2012 წლის უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე არ გაუმართლათ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 25 ათასი ამომრჩევლის სია არჩევნებამდე 57 დღით ადრე უნდა მიიტანონ.

პარლამენტში თავისი წარმომადგენლები შემდეგ პარტიებს გააჩნიათ: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნული ფორუმი“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „სახალხო პარტია“, „საქართველოს ქალთა პარტია“, და  „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი“.

წინა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2012 წელს ჩატარდა და მმართველ კოალიციას „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მოუტანა, რომელმაც საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა  და მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების უფლება მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0