პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნებში მეორე ტურს ვარაუდობს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმდენად, რამდენადაც მაჟორიტარი კანდიდატებისთვის საარჩევნო ბარიერი 50%-მდე გაიზარდა, ბევრ ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი, აცხადებს უსუფაშვილი.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო ოლქების უმეტესობაში მეორე ტურის ჩატარებას ვარაუდობს.

ქართული ოცნების მიტინგი 2012 წელს - Sputnik საქართველო
ბრძოლა ადგილისთვის მზისქვეშეთში — ვინ შევა „ქართულ ოცნებაში?“

„კონსტიტუცია ოქტომბერს განსაზღვრავს საპარლამენტო არჩევნების თარიღად — ეს ერთი, და მეორე: დღეს მოქმედი მაჟორიტარული არჩევნების სისტემა, რომელშიც ჩვენ, დღევანდელმა ხელისუფლებამ საარჩევნო ბარიერი, ზღურბლი გამარჯვების მოსაპოვებლად ავწიეთ 50%-მდე — ეს იმას ნიშნავს, რომ მეტ ოლქშია მოსალოდნელი მეორე ტური. მეორე ტურის ჩატარებას სჭირდება მინიმუმ ორი კვირა“, — თქვა უსუფაშვილმა გადაცემაში "20:30".

არჩევნების ოქტომბრის პირველ ნახევარში დანიშვნა იმითაა გამართლებული, რომ იმავე თვეში მოესწრება მეორე ტურის ჩატარება.

„ამაში მინუსს არ ვხედავ. კარგია, რომ თარიღი ადრე გამოცხადდა", — განმარტა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ: საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მაჟორიტარი კანდიდატებისთვის ბარიერი 30%-დან 50%-მდე აიწია. არჩეულად მიიჩნევა კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს. თუ პირველი ტური გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, მეორე ტურში პირველ ორ ადგილზე გასული კანდიდატი გადავა.

ყველა ახალი ამბავი
0