რუსეთში საწვავზე აქციზის ზრდა საქართველოში ბენზინის ფასზე არ იმოქმედებს

© photo: Sputnik / Asatur Esayantsბენზინი, გასამართი სადგური
ბენზინი, გასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთიდან ყოველწლიურად ნავთობპროდუქტები შემოდის და არც ისე მცირე მოცულობით, მაგრამ ქვეყანაში ბენზინის ძირითადი იმპორტიორები არიან რუმინეთი, აზერბაიჯანი და ბულგარეთი, განაცხადა მთვრალაშვილმა.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველო რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე არ არის დამოკიდებული, შესაბამისად რუსეთში საწვავზე სააქციზო განაკვეთის გაზრდის შედეგად, საქართველოში ფასების მატება მოსალოდნელი არ არის, Sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავჯდომარემ ივანე მთვრალაშვილმა.

რუსეთში 1 აპრილიდან საავტომობილო ბენზინზე აქციზის განაკვეთი ლიტრზე ორი რუბლით გაიზარდა, დიზელის საწვავზე — ლიტრზე ერთი რუბლით. ავტობენზინის არალეგალური წარმოებით დაინტერესებისგან თავის არიდების მიზნით აქციზის განაკვეთები დაუმუშავებელ ბენზინზეც გაიზარდა.

„ეს ნიშნავს, რომ რუსეთში ქვეყნის შიგნით ნავთობპროდუქტებზე იზრდება ფასები, ხოლო ექსპორტის გადასახადის ზრდაზე  საუბარი არ არის. ჩვენ რაც შეგვეხება — ჩვენ რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქტზე ცალსახად არ ვართ დამოკიდებულნი, ასე რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ ბაზარზე არანაირად არ აისახება“,- განაცხადა საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავჯდომარემ.

ფასები საწვავზე - Sputnik საქართველო
რუსეთში პირველი აპრილიდან ბენზინზე აქციზი მატულობს

მრავალი წლის მანძილზე ნავთობპროდუქტების ძირითადი მომწოდებლები არიან რუმინეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და უკვე შემდეგ მოდის რუსეთი, აღნიშნა მთვრალაშვილმა.

„რუსეთიდან ბოლო წლების მანძილზე ნავთობპროდუქტები სტაბილურად შემოდის და არც ისე უმნიშვნელო მოცულობით. 2015 წელს რუსეთის იმპორტმა ნავთობპროდუქტების 101,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთელი იმპორტის დაახლოებით 10% შეადგენს. ძირითადად დიზელის საწვავზეა საუბარი“,-აღნიშნა მან. 

ამ წლის იანვარში რუსეთი მიწოდების ლიდერი პირველად გახდა, ეს თვე კი განსაკუთრებული სპეციფიკით გამოირჩევა — ეს დასვენების პერიოდია, როდესაც წარმოება ჩერდება, აღნიშნა მთვრალაშვილმა, და არ გამორიცხა, რომ ერთ-ერთ ძირითად მომწოდებელს ტექნიკური პრობლემები აღმოაჩნდა და მან ქართულ ბაზარზე მიწოდების უზრუნველყოფა ვერ შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ Platt's-ის შესაბამისად ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასებმა აიწია, საქართველოს საცალო ქსელში მარტის მეორე ნახევარში ზოგიერთმა კომპანიებმა სხვადასხვა სახის საწვავზე ისევ დაწიეს ფასები, რაც დოლარის მიმართ ლარის გამყარებასთან არის დაკავშირებული, განაცხადა მთვრალაშვილმა.

ბენზინი - Sputnik საქართველო
საქართველოში საწვავი 4,2 ცენტით გაიაფდა

„საქართველოში ამ ეტაპზე საწვავზე ფასების დაწევის საკითხი არ დგას. რაც ფასების ზრდას შეეხება — ეს კომპანიების ინდივიდუალური გადაწყვეტილების საკითხია. ბოლო პერიოდში საწვავზე საერთაშორისო ფასებმაც აიწია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში უახლოეს დროს ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის“,-განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავჯდომარემ.

დღეისთვის, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: სუპერის ტიპის ბენზინი – 1,65-1,97 ლარი, პრემიუმის ტიპის ბენზინი – 1,55-1,69 ლარი, რეგულარის ტიპის ბენზინი – 1,35-1,49 ლარი, ევროდიზელი – 1,35 – 1,65ლარი, დიზელი —1,32-1,45 ლარი. მიმდინარე კურსია:1 დოლარი-2,3 ლარი

ყველა ახალი ამბავი
0