რუსეთში პირველი აპრილიდან ბენზინზე აქციზი მატულობს

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშიფასები საწვავზე
ფასები საწვავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავტომობილო ბენზინზე აქციზის განაკვეთი ერთ ლიტრზე ორი რუბლით იზრდება, დიზელის საწვავზე - ერთი რუბლით. გარდა ამისა, აქციზის განაკვეთი პირდაპირ გამოხდილ ბენზინზეც იზრდება.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო დუმამ პარასკევს, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით 2016 წლის 1 აპრილიდან საავტომობილო ბენზინის, დიზელის საწვავისა და საშუალო დისტილატების აქციზებზე განაკვეთის ზრდის შესახებ სამთავრობო კანონი მიიღო.

დოკუმენტს პარასკევს ფედერაციის საბჭო განიხილავს.

კანონის თანახმად, 1 აპრილიდან საავტომობილო ბენზინზე აქციზის განაკვეთი ერთ ლიტრზე ორი რუბლით მოიმატებს, დიზელის საწვავზე — ერთი რუბლით. საავტომობილო ბენზინის არალეგალური წარმოების აღსაკვეთად ასევე იზრდება აქციზის განაკვეთი პირდაპირ გამოხდილ ბენზინზეც.

თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა - Sputnik საქართველო
1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმსა და სპირტიან სასმელებზე აქციზი გაიზარდა

აქციზის განაკვეთი მეხუთე კლასის ბენზინზე 2016 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ერთ ტონაზე 10,13 ათასი რუბლი იქნება, ხოლო 2017 წელს — 7,43 ათასი რუბლი. აქციზების განაკვეთი ბენზინზე, რომელიც მეხუთე კლასს არ შეესაბამება, ასევე პირდაპირ გამოხდილ ბენზინზე 2016 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ერთ ტონაზე 13,1 ათასი რუბლი იქნება, 2017 წლიდან — 12,3 ათასი რუბლი.

აქციზების განაკვეთი დიზელის საწვავზე და საშუალო დისტილატებზე 2016 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 5,293 ათასი რუბლი იქნება, ხოლო 2017 წელს — 5,093 ათასი რუბლი.

ყველა ახალი ამბავი
0