საქართველოში საწვავი 4,2 ცენტით გაიაფდა

© Investments.Academicბენზინი
ბენზინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან ფასი საწვავზე 20-25 თეთრით დაეცა.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. 2015 წლის ნოემბერში ყველა სახის საწვავზე ფასები  საცალო ქსელში  1 ლიტრზე 10 თეთრით (4,2 ცენტით) შემცირდა. საქართველოს ნავთობპროდუქტების  იმპორტიორთა კავშირი. 

დღევანდელი მდგომარეობით, ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ქსელში საშუალო ფასი შეადგენს: ბენზინი სუპერ — 1,99-2,00 ლარს, პრემიუმი — 1,89 —1,95 ლარი ლიტრზე, რეგულარი —1,73-1,88 ლარი ლიტრზე, ევრო-დიზელი — 1,87-1,95 ლარი ლიტრზე, დიზელი 1,72-1,75 ლარი ლიტრზე. მიმდინარე კურსია — 1 დოლარი 2,4 ლარი.

ნავთობის გადაზიდვა - Sputnik საქართველო
საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი ოქტომბერში 3,2 ათასი ტონით შემცირდა
 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან ფასი საწვავზე 20-25 თეთრით დაეცა.

 „ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება ასევე  ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასების შემცირება Platt's-ის მიხედვით, რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი. კერძოდ, დღეისათვის ბენზინის საერთაშორისო ფასი  Platt's-ის მიხედვით შეადგენს 475,00 დოლარს/ტონაზე, ხოლო 10PPM დიზელის საწვავის ფასი  -  402,50 დოლარს/ტონაზე“, — იტყობინება კავშირი. 

 


ყველა ახალი ამბავი
0