შსს: ქართველები გერმანიაში სხვებზე ნაკლებად ჩადიან დანაშაულს

© МВД Грузииსაქართველოს შს მინისტრის შეხვედრა ბავარიის შს მინისტრთან
საქართველოს შს მინისტრის შეხვედრა ბავარიის შს მინისტრთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მოუწოდა თანამოქალაქეებს ბოროტად არ ისარგებლონ თავისი სტატუსით გერმანიაში და ნუ დაარღვევენ კანონს.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ბავარიაში საქართველოდან ჩასული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი, სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია, განაცხადა ბავარიის ვიცე-პრემიერმა, ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრმა იოაჰიმ ჰერმანმა (Joachim Herrmann)გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფ  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან გამართულ შეხვედრაზე.  

„როგორც ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ბავარიაში საქართველოდან ჩასული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი, სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია. თუმცა, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა და ქვეყნებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. იოაჰიმ ჰერმანის თქმით, „გერმანულმა მხარემ კარგად იცის, რომ საქართველოში ადამიანები სხვადასხვა ნიშნით არ იდევნებიან. ამდენად, ბავარიაში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით ჩამოსულ პირთა 99 %-ზე მეტს უარი ეთქვა. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი „თავშესაფრის მაძიებლების“ საკითხის განხილვის ევროკავშირში არსებულ, გახანგრძლივებულ პროცედურებს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას, ქვეყანაში დარჩნენ და სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობით დაკავდნენ. შესაბამისად, ჩვენი ინტერესია, რომ ამ არაჯანსაღ მიდგომას საერთო ძალისხმევა დავუპირისპიროთ“, — ციტირებს იოაჰიმ ჰერმანს შსს-ს პრესსამსახური. 

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
შსს-მ მთელი საქართველოს მასშტაბით მორიგი საპოლიციო რეიდები დაასრულა

თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა: „ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები ბავარიის მიწაზე დანაშაულის ჩამდენ, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის პირთა ოცეულშიც კი არ ხვდებიან, სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. მართალია, დანაშაული გერმანიაში ხდება, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემაცაა. საჭიროა, ურთიერთთანამშრომლობით უფრო კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ამ მაჩვენებლის მინიმუმამდე შესამცირებლად. როგორც პრაქტიკოს პოლიციელს, რომელმაც კარიერა რიგითი გამომძიებლობიდან დავიწყე, კარგად მესმის, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ინფორმაციას ენიჭება. ჩვენი მხრიდან სრულ მზაობას გამოვხატავ, თანამშრომლობა როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეზე კიდევ უფრო გავაღრმავოთ.“

ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილს საპოლიციო თანამშრომლობის საფუძველზე მიღწეული პოზიტიური შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს პოლიციის ატაშეს ეფექტურ მუშაობას გერმანიის 16 ფედერალურ მიწაზე. იოაჰიმ ჰერმანის თქმით, საქართველოში რეადმისიის მოთხოვნით გაგზავნილი განცხადებების თითქმის 100% შესრულდა, რაც წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

მღებრიშვილის ვიზიტი საფრანგეთში - Sputnik საქართველო
საქართველოს შს მინისტრმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტი პოზიტიურად დაიწყო

როგორც საქართველოს შს მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ვინაიდან გერმანია ფედერალური ქვეყანაა, ცალკეული ფედერალური მიწების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობას, არსებული ვითარების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრთან შეხვედრამდე, გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტით სხვა ფედერალურ მიწებსაც ეწვევა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0