საქართველოს შს მინისტრმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტი პოზიტიურად დაიწყო

© МВД Грузииმღებრიშვილის ვიზიტი საფრანგეთში
მღებრიშვილის ვიზიტი საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მღებრიშვილმა არალეგალურ მიგრანტთა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები ფრანგ კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილა.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საფრანგეთის შს მინისტრმა ბერნარ კაზენევმა(Bernard Cazeneuve) ქართველ კოლეგასთან გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრაზე დადებითად  შეაფასა ის პროგრესი, რასაც საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებისას მიაღწია.

2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ (ЕК) ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა. ევროპარლამენტის კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180-დან 90 დღე ვიზების გარეშე შეეძლებათ ყოფნა. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ეს ამ წლის ზაფხულში მოხდება.  „შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას ძალიან დიდი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და მისი მოქალაქეებისათვის“, — ციტირებს მღებრიშვილის სიტყვებს შს სამინისტროს პრეს-სამსახური. 

თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები მიგრანტთა უკანონო გადაყვანის ბრალდებით დააკავეს

გარდა ამისა, საფრანგეთის შს მინისტრმა შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრებოდა, ყურადღება გაამახვილა არალეგალურ მიგრანტთა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემებზე. თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე სრული მზაობა გამოხატა. საქართველოს შს მინისტრის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთსა და გერმანიაში 29 მარტს დაიწყო.  საფრანგეთის შს მინისტრთან შეხვედრის გარდა მღებრიშვილს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრ თომას დე მეზიერთან  (Thomas de Maiziere) მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი.

საქართველოს პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში დანაშაულის მაჩვენებელი შემცირდა

მღებრიშვილი ასევე ბავარიის ვიცე-პრემიერს, ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, მშენებლობის და ტრანსპორტის მინისტრს იოაჰიმ ჰერმანსა(Joachim Herrmann)  და ბავარიის ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის პრეზიდენტს რობერტ ჰაიმბერგერს (Robert Heimberger) შეხვდება. საქართველოს შს მინისტრს ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და სპორტის მინისტრ ბორის პისტორიუსთან(Boris Pistorius)  და რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციულ საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, სახელმწიფო მდივან ბერნარდ ნებესთან(Bernhard Nebe)  მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი 6 აპრილს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0