თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. გასული 2015 წლის იანვარ–დეკემბერში საქართველოში 35 ათას 96 დანაშაულია რეგისტრირებული, რაც 3,92%-ით ნაკლებია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში გახსნილია დანაშაულებათა 50.34%, — ნათქვამია შსს–ის საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკაში.
2015 წლის დეკემბერში საქართველოში 3 ათას 612 დანაშაული დაფიქსირდა. აქედან 1 ათას 357 გაიხსნა. გახსნათა პროცენტული მაჩვენებელი 37,57%-ია. ჩადენილ დანაშაულებათა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,97%-ით გაიზარდა.