თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მხარს უჭერს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივას დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლის შესახებ.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოქმედ ხელისუფლებას თავისი მეგობრებისა თუ ნათესავების მფარველობაში, რომელთაც ესა თუ ის სამართალდარღვევა ჩაიდინეს, არაერთხელ დასდეს ბრალი.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა დანაშაულთან ბრძოლის შესახებ და იყო ნათქვამი, რომ არანაირი თხოვნა არ იქნება გათვალისწინებული არც თანამდებობის პირიდან, არც მათთან დაახლოებული პირიდან. მე მინდა, ჩემი მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ბატონ გიორგი მღებრიშვილს და ასევე ყველა პოლიციელსმინისტრთან ერთად, რომელიც სამართლიანად იმოქმედებს დანაშაულის წინააღმდეგ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.