საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებები იგეგმება

© http://police.ge/საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. საარქივო ფოტო
საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნა შსს-ში დაგეგმილი საკადრო და სისტემური ცვლილებებისაკენ მიმართული პირველი ნაბიჯია, თუმცა ცვლილებები საპატრულო პოლიციას არ შეეხება.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებებია დაგეგმილი და მინისტრის ახალი მოადგილეების დანიშვნა ამ გზაზე პირველი ეტაპია, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ბესიკ ამირანაშვილი შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. გარდა ამისა მინისტრის მოადგილეები გახდნენ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი დავით ვარდიაშვილი და საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მერაბ მალანია. 

„ეს პირველი ეტაპია იმ საკადრო და სისტემური ცვლილებების, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში იგეგმება. მე დარწმუნებული ვარ… რომ ყოველთვის გვექნება საზოგადოების მხარდაჭერა და კრიმინალთან ბრძოლაში წარმატებულნი ვიქნებით“, — თქვა მინისტრმა. 

ცვლილებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს არ შეხებია, აღნიშნა მან. 

შს-ს მინისტრის პირველი მოადგილის ტანამდებობა დიდი ხანია ვაკანტურია. სხვა მოადგილეების თანამდებობები ვაკანტური რამდენიმე დღის წინ გახდა, მას შემდეგ რაც დავით ხუციშვილი და თეიმურაზ მღებრიშვილი გადადგნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0