თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის პოლიციამ საკურორტო ქალაქ მარმარისში საქართველოს ოთხი და სირიის ორი მოქალაქე დააკავა, რომელთაც მიგრანტების უკანონო გადაყვანა ედებათ ბრალად, იუწყება თურქული ინტერნეტ-გამოცემა milliyet.com.tr სამშაბათს, 24 ნოემბერს.
დაკავებულებს, რომელთა ვინაობაც დგინდება, არალეგალი მიგრანტები სამი ათასი ევროს სანაცვლოდ, დაჩის ნახევარკუნძულიდან საბერძენეთის კუნძულ სუმაზე, 10 წუთის ინტერვალით გადაჰყავდათ.
დაკავებული ქართველებიდან ერთ-ერთი, ფრანგული ენის მასწავლებელი მანდილოსანია.
საქმის მასალები თურქეთის სასამართლოს გადაეცა.