შსს-მ მთელი საქართველოს მასშტაბით მორიგი საპოლიციო რეიდები დაასრულა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციელებმა ამოიღეს უკანონოდ შეძენილი იარაღი, ნარკოტიკული ნივთიერებები, გარდა ამისა გამოავლინეს და გახსნეს სისხლის სამართლის დანაშაულები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტები.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით საპოლიციო კონტროლი განახორციელა, რა დროსაც გამოვლინდა და გაიხსნა სისხლის სამართლის 192 დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 966 შემთხვევა, ნათქვამია შს სამინისტროს მიერ კვირას გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მორიგი შემოწმებები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე 23 მარტიდან დაიწყეს. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
სამართალდამცავებმა ორი დღის განმავლობაში დანაშაულის დაახლოებით 900 ფაქტი გამოავლინეს

23-26 მარტს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირი დააკავეს. ასევე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 59 ადამიანი დააკავეს, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 148 პირი.

რეიდების დროს სისხლის სამართლის 192 დანაშაულიდან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 67, ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენის 29, ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის 8 და ქურდობის 2 ფაქტი გამოვლინდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 966 შემთხვევიდან ნარკოტიკების უკანონო მოხმარების 77, წვრილმანი ხულიგნობის 28, დაუმორჩილებლობის 36 და დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის 34 ფაქტი დაფიქსირდა. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს–მ დანაშაულების სტატისტიკა გამოაქვეყნა

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას ამოღებულ იქნა 8 ავტომატი, 8 პისტოლეტი, 4 რევოლვერი, 4 ყუმბარმტყორცნი, 6 შაშხანა, 9 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 50 ხელყუმბარა, 6 ჭურვი, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 3 კვამლმდენი, 7 ამფეთქი ფალია, 8 ელექტროდეტონატორი; 1 კაფსულდეტონატორი, 2,1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4540 ცალი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა.

რაც შეეხება ნარკოტიკულ ნივთიერებებს, სამართალდამცველებმა 9 შეკვრა და 0,8345 გრ. ჰეროინი, 1,5 გრ ბუპრენორფინი, 10 შეკვრა და 39 აბი "სუბოქსინი", 45 აბი "კოდეინი", 8 შეკვრა მარიხუანა, 39 შეკვრა და 450 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. "ბიო", 250 აბი "აქტიფედი", 361 აბი სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტი, 8 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი, საინექციოდ გამზადებული შპრიცი და 1 ძირი კანაფი ამოიღეს.

როგორც შსს-ში განმარტეს, საუბარი მხოლოდ იმ მორიგ შემოწმებებს ეხება, რასაც კანონი ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0