„რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციაში არ მიდის

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობა აქვთ აღებული და აცნობიერებენ, რა სირთულეები შეიძლება მოჰყვეს საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. „რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციაში არ მიდის, თუმცა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში კონკურენციას გაუწევს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: „რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში დარჩებიან

„დღემდე „რესპუბლიკური პარტია“ და პარტია „ქართული ოცნება“ პარტნიორობის რეჟიმში იმყოფებოდნენ. დღეიდან ჩვენ გადავდივართ პარტნიორობაზე კონკურენციულ რეჟიმში“, — განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ყოველივე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით დასრულდება.

„არც ერთი კითხვა არ უნდა გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე ხომ არ არის. ეს არის ჩემი პასუხი იმ კრიტიკოსების მიმართ, რომლებიც გვეკითხებიან, რატომ დაუყოვნებლივ არ მივდივართ ოპოზიციაში“, — განაცხადა უსუფაშვილმა.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებაც“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

„[ოპოზიციაში] არ მივდივართ, რადგან ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად ვმართავთ ქვეყნას და კარგად გვესმის ის, ჩვენი წასვლა ახლა პოსტებიდან, პარლამენტში უმრავლესობის დაშლა რა სირთულეებს შექმნის“, — განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველა ახალი ამბავი
0