„Sputnik ლატვიას" დახურვას კისილიოვმა პანიკა უწოდა სამართლებრივ ველს მიღმა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "Россия сегодня" -ს გენერალური დირექტორი დიმიტრი კისილიოვი
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო  Россия сегодня -ს გენერალური დირექტორი დიმიტრი კისილიოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня»-ს გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კისილიოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება Sputnik-ის .lv ზონაში დახურვის შესახებ, ცდება იმ შეზღუდვებს, რომელიც ევროსაბჭომ პირადად მას დააკისრა.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня»-ს გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კისილიოვმა ვერ შეძლო გაეხსენებინა როდის ახსენა ლატვია, რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტების კომენტირებისას, Sputnik ლატვიას დახურვის მიზეზებზე. 

მანამდე „Sputnik ლატვიამ" მიიღო ოფიციალური უწყება მისი რესურსის დახურვაზე დომენის ზონაში  .lv,  თითქოსდა ევროსაბჭოს დადგენილების დარღვევის გამო, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობასათან დაკავშირებული საფრთხეების შემზღუდავ ღონისძიებებთან დაკავშირებით.  სააგენტო Sputnik თავის მხრივ აცხადებს, რომ ლატვიისა და ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის არც ერთი პუნქტი არ დარღვეულა. 

Sputnik - Sputnik საქართველო
Sputnik-ი ლატვიის ხელისუფლებამ დაბლოკა

მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის პრეს-მდივანმა მარტინიშ დრეგერისმა განაცხადა, რომ ვინაიდან სააგენტო „Россия сегодня»-ს გენერალური დირექტორი  დიმიტრი კისილიოვი ევროსაბჭოს შავ სიაშია, დომენი.lv მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ სააგენტოს პორტალზე სანქციის რეჟიმის დარღვევაა. 

„ეს გადაწყვეტილება სცდება შეზღუდვის ფარგლებს, რომელიც პირადად ჩემზე დაწესდა. ევროკავშირის გადაწყვეტილებების ასეთი თავისუფალი განმარტება ლატვიის ხელისუფლების  მიერ — ეს არის პანიკა სამართლებრივ ველს მიღმა. რაც შემეხება პირადად მე, გახსენებაც კი არ შემიძლია ჩემს კომენტარებში როდის ვახსენე ლატვია“, — განუცხადა კისილიოვმა სააგენტო РИА Новости-ს დამასკოში, სადაც იგი სამშაბათს ინტერვიუს იღებდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან. 

დიმიტრი კისილიოვი 2014 წლის 21 მარტს იმ პირების სიაში იყო შეყვანილი, რომლებიც ევროსაბჭოს მტკიცებით, საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

Sputnik - Sputnik საქართველო
Sputnik–ი აზიისა და ევროპის რეგიონებში ძალას იკრებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლატვიის ხელისუფლების ქმედებებს „დაუფარავი ცენზურის გამოვლინება“ უწოდა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს, ასევე პროფილურ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოუწოდა პრინციპული შეფასება მისცენ ლატვიაში სააგენტო Sputnik-ისინტერნეტ რესურსის  წინააღმდეგ მიმართულ  დისკრიმინაციულ ქმედებებს. 

„წარმოდგენილ ბრალდებებს, ევროსაბჭოს დადგენილების დარღვევაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მთლიანობის საფრთხის შემზღუდავ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ვაფასებთ როგორც უსაფუძვლოს და პოლიტიკურად მოტივირებულს“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის კომენტარებში. 

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისოდ გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.


ყველა ახალი ამბავი
0