Sputnik-ი ლატვიის ხელისუფლებამ დაბლოკა

© photo: SputnikSputnik
Sputnik - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ს ლატვიურ ენაზე ლატვიისა და ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის არცერთი პუნქტი არ დაურღვევია, განაცხადა Sputnik-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. „Sputnik ლატვიამ“ დომენის ზონაში lv რესურსის დახურვის შესახებ ოფიციალური უწყება მიიღო. დომენის რეგისტრატორის ოფიციალური წერილის თანახმად, რომელიც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას ეყრდნობა, „დომენის სახელის sputniknews.lv რეგისტრაცია ევროკავშირის საბჭოს დადგენილების პირობების დარღვევას წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფრთხესთან დაკავშირებით შეზღუდვის ზომების შესახებ“. წერილში ნათქვამია, რომ მითითებული დადგენილების ნორმების დარღვევა, შესაძლოა, ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბმისად, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის საფუძველი გახდეს.

„Sputnik-ს ლატვიურ ენაზე ლატვიისა და ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის არცერთი პუნქტი არ დაურღვევია. რესურსის დახურვა დომენის ზონაში.lv ლატვიის ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ ცენზურაზე მეტყველებს. ლატვიის ხელისუფლება ამგვარად არღვევს მედიის უფლებას ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების შესახებ“, — განაცხადა Sputnik-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0