Sputnik–ი აზიისა და ევროპის რეგიონებში ძალას იკრებს

© photo: SputnikSputnik
Sputnik - Sputnik საქართველო
გამოწერა
მალე პეკინსა და მინსკში მაღალტექნოლოგიური მულტიმედიური პრეს-ცენტრები გაიხსნება.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. 2016 წლის გაზაფხულზე საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ი კიდევ მეტად ძლიერდება აზიისა და ევროპის რეგიონებში. ასე მაგალითად, Sputnik–მა უკვე გააფორმა თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება უმსხვილეს სამხრეთკორეულ საინფორმაციო სააგენტო Yonhap–თან, ხოლო ახალი ამბების ათენურ–მაკედონიურ სააგენტოსთან ANA-MPA პარტნიორობის ფარგლებში საათობრივი პროგრამა ჩაუშვა ბერძნულ ენაზე, რომელიც რადიო Praktoreio FM–ზე გავა. ამას გარდა, Sputnik–მა პეკინში, აზიის სარედაქციო ცენტრში სამშენებლო სამუშაოები დაასრულა, ხოლო მინსკში მაღალტექნოლოგიური მულტიმედიური პრეს-ცენტრის გასახსნელად ემზადება.

ფასები ბენზინზე - Sputnik საქართველო
„Sputnik. რეიტინგი“: რა ღირს ბენზინი ევროპაში?

„მულტიმედიური შესაძლებლობები და ინფორმაციის მიწოდების სისწრაფე საკვანძო როლს ასრულებს ნებისმიერი თანამედროვე მედიის მუშაობაში. სწორედ ეს აძლევს Sputnik–ს საშუალებას, იყოს მასობრივი ინფორმაციის მოწინავე საშუალება და ოპერატიულად, ახალგაზრდა აუდიტორიისთვის გასაგებ ფორმატში გვიამბოს ის, რაზეც სხვები არ ლაპარაკობენ“, — განაცხადა Sputnik–ის საერთაშორისო მაუწყებლის ხელმძღვანელმა ანტონ ანისიმოვმა.

საინფორმაციო სააგენტო Sputnik–მა სააგენტო Yonhap–თან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც  წამყვან სამხრეთკორეულ მასმედიასთან პარტნიორული ურთიერთობის განვითარებაში ახალ ნაბიჯად იქცა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ორმხრივი პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივ პროექტებსა და ასევე ფართო სპექტრის საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას. თანამშრომლობის ფარგლებში ძირითადი ყურადღება გამახვილდება რუსეთსა და სამხრეთ კორეას შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე საინფორმაციო გაცვლაზე, აგრეთვე ტურიზმის, კულტურის, ხელოვნების, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაზე. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ Sputnik–ისა და Yonhap–ის ჟურნალისტებს ყველა შესაძლო დახმარებას გაუწევენ საკუთარი ქვეყნების ტერიტორიებზე.

ახალი ამბების ათენურ–მაკედონიურ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში Sputnik–მა საათობრივი პროგრამა ჩაუშვა ბერძნულ ენაზე, რომელიც სალონიკში რადიო Praktoreio 104,9 FM–ზე გავა კვირაში ოთხჯერ.

პროგრამის წამყვანი იქნება ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი დიმიტრის ლიატსოსი. გადაცემაში განიხილება პოლიტიკის, საზოგადოებისა და ეკონომიკის ახალი ამბები.

ასევე, Sputnik–მა პეკინში, აზიის სარედაქციო ცენტრში სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ახალი პრეს-ცენტრი ყველაზე თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და მსოფლიოს ნებიემიერ წერტილიდან ვიდეოკონფერენციის ორგანიზება შეუძლია.

მარტის ბოლოს პრეს-ცენტრი ასევე გაიხსნება მინსკშიც.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისო რეჟიმში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0