„Sputnik. რეიტინგი“: რა ღირს ბენზინი ევროპაში?

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშიფასები ბენზინზე
ფასები ბენზინზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ავტომობილის საწვავს შედარებით დაბალი ფასი აქვს - „95“ მარკის ერთი ლიტრი ბენზინი საშუალოდ 1,6 ლარი ღირს, ხოლო დიზელის საწვავი - ერთი ლიტრი - 1,5 ლარი.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. „Sputnik.რეიტინგმა“ ბენზინის ფასების მიხედვით ევროპის ქვეყნების სია შეადგინა. 2016 წლის დასაწყისისთვის ბენზინზე ყველაზე მაღალი ფასი ნიდერლანდებში, იტალიასა და ნორვეგიაში დაფიქსირდა. ყველაზე იაფი ბენზინი საბაჟო კავშირის* ქვეყნებშია. ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო საავტომობილო საწვავზე შედარებით დაბალი ფასის ქვეყნების სიაში შედის — „95“ მარკის ერთი ლიტრი ბენზინი საშუალოდ 1,6 ლარი ღირს, ხოლო დიზელის საწვავი — ერთი ლიტრი — 1,5 ლარი.

გასული 2015 წელი ევროპელი მძღოლებისთვის, საწვავის ღირებულების თვალსაზრისით, საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდა. ნავთობის გაიაფების ფონზე საწვავზე ფასის შემცირება უმრავლეს ქვეყნებში დაფიქსირდა. ევროპაში ბენზინი, საშუალოდ, 3%-ით გაიაფდა, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ფასების შემცირება 10%-ს აჭარბებდა.

ევროპაში ფასების ვარდნა ნავთობზე ფასების შემცირებით არის განპირობებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ევროპაში ფასები საწვავზე გაცილებით უფრო ნელა მცირდებოდა, ვიდრე მის დასამზადებელ ნედლეულზე. Brent-ის ნავთობის ფასი 2015 წლისთვის, 2014 წელთან შედარებით, საშუალოდ ორჯერ შემცირდა.

რუსეთში, ევროპული ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, ბენზინის ფასების დინამიკა, ტრადიციულად, ნავთობის ფასების დინამიკის საწინააღმდეგოდ მიდის. ერთი წლის მანძილზე რუსეთში საწვავის ღირებულება თითქმის 5%-ით გაიზარდა, რამაც, სხვათა შორის, რუსეთს ევროპის ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილის დაკავებაში ხელი არ შეუშალა.

რეიტინგში ყაზახეთი ლიდერობს, სადაც 2016 წლის დასაწყისისთვის „95“ მარკის ერთი ლიტრი ბენზინის ფასი, ქართულ ვალუტაში თუ გადავიყვანთ, 0,76 ლარი ღირს. პირველ სამეულს ბელარუსი ასრულებს, სადაც ლიტრი საწვავი 1,42 ლარი ღირს. ყველაზე იაფი დიზელის საწვავი ასევე საბაჟო კავშირშია. იქვეა, თუმცა დიდი განსხვავებით, უკრაინა და პოლონეთი.

წლის დასაწყისში ბენზინის ყველაზე მაღალი ფასი ნიდერლანდებში დაფიქსირდა, რომელიც აქტიურად ამუშავებს ნავთობს. იქ „95“ მარკის ბენზინი, ოფიციალური მონაცემებით, ერთ ლიტრზე საშუალოდ 3,8 ლარს შეადგენს. პირველ სამეულში რჩება იტალია და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა ნორვეგია — ერთ ლიტრზე, შესაბამისად, 3,75 და 3,66 ლარი.

იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც ბენზინი ძვირია, სიძვირის ძირითადი მიზეზი მაღალი გადასახადებია, რაც ღირებულების დიდ ნაწილს შეადგენს. ფასების ზრდის მიხედვით ევროპაში, „95“ მარკის ბენზინის გაძვირების მხრივ (გრივნებში), ეკონომიკური პრობლემებისა და ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის ფონზე, თითქმის 15%-ით უკრაინა ლიდერობს. ასევე აღსანიშნავია ბენზინის შედარებით გაძვირება შვედეთში. ევროპის დანარჩენ ქვეყნებში ფასებმა იკლო, განსაკუთრებით კი პოლონეთში — 12,6%-ით.  

ბენზინის ხელმისაწვდომობის საზომად საწვავის იმ რაოდენობის მაჩვენებელი მიიჩნევა, რომლის შეძენაც სახელმწიფოს საშუალო ხელფასის მქონე მოქალაქეს გადასახადების გამოქვითვის შემდეგ შეუძლია.

2016 წლის დასაწყისისთვის ყველაზე მეტი ბენზინის — თვეში 3 ათასი ლიტრის ყიდვა შეუძლიათ ლუქსემბურგის მცხოვრებლებს. მეორე ადგილზეა ნორვეგია — 2,8 ათასი ლიტრი საწვავი თვეში. მესამე ავსტრია.

უკრაინის მოქალაქეებს „95“ მარკის ბენზინის მხოლოდ 147 ლიტრის ყიდვა შეუძლიათ. ბოლო სამეულშია ასევე ბულგარეთი და რუმინეთი. 

ბენზინზე ფასების მიხედვით ევროპის ქვეყნების რეიტინგი
ბენზინზე ფასების მიხედვით ევროპის ქვეყნების რეიტინგი - Sputnik საქართველო
ბენზინზე ფასების მიხედვით ევროპის ქვეყნების რეიტინგი
 

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისო რეჟიმში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

რეიტინგი „რია რეიტინგის“ სპეციალისტებმა მოამზადეს ევროპის სახელმწიფოების 2016 წლის იანვრის შუა რიცხვების მდგომარეობით (ყაზახეთსა და ნორვეგიაში 2015 წლის დეკემბერის შედეგებით) სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, ბენზინის ფასების მიხედვით, ოქტანური რიცხვით 95 (რუსეთში ოქტანური რიცხვით 95 და ზევით). ფასების ანალიზი ადგილობრივ ვალუტაზე მორგების გზით, საქართველოს ეროვნული ბანკის ლარის კურსის მიხედვით (2016 წლის 21 იანვრის მდგომარეობით) წარმოებდა.

* საბაჟო კავშირის მონაწილე ქვეყნები: ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი.

ყველა ახალი ამბავი
0