წარწერა: "გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება"- სამარცხვინოა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმანეკენები ვიტრინაში
მანეკენები ვიტრინაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას გულისხმობს როგორც მაღაზიებსა და ბაზრებში, ასევე საქონლის ინტერნეტის მეშვეობით შეძენისას.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველომ როგორც ქვეყანამ, რომელსაც დემოკრატიულობაზე პრეტენზია გააჩნია, არა მარტო ბიზნესის ინტერესები, არამედ მომხმარებელთა უფლებებიც უნდა დაიცვას, თვლის მომხმარებელთა ფედერაციის თავჯდომარე მანანა ქოიძე.

საქართველოს პარლამენტი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ახალი კანონის საკითხს იხილავს, რომელიც გამყიდვლებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს.

„ამჟამად ქვეყანაში ბიზნესი დაცულია, რადგან  ბიზნეს-ომბუდსმენი გვყავს და ბიზნეს-ასოციაციები არსებობენ. მომხმარებელთა უფლებებს რაც შეეხება, მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სურსათის სააგენტო არსებობს, სხვა სფეროში მომხმარებელი დაუცველია“,-განაცხადა ქოიძემ Sputnik-თან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ბიზნეს-ასოციაციები კანონპროექტს არაადექვატურად აფასებენ.

ვაჭრობა, სუპერმარკეტი, სალარო - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხი მწვავედ დგას

კანონი შემდეგი პრინციპით არის აგებული: ნუ მოატყუებ მომხმარებელს და ბაზარზე კეთილსინდისიერი მოთამაშე იყავი, აღნიშნა ქოიძემ.  გარდა ამისა მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ახალი კანონი არც მომხმარებელს, არც ბიზნესს ტვირთად არ დააწვება. ამჟამად საქართველოში არ არსებობს მკაფიო ნორმები, რომლებიც მომხმარებელს იცავენ. ერთადერთი ორგანო, რომელიც კვების პროდუქტებით ვაჭრობისას სანიტარული ნორმების აშკარა დარღვევაზე რეაგირებს, სურსათის ეროვნული სააგენტოა. მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი 2012 წლის მაისში გაუქმდა. ამიტომ ქოიძე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს  გადახედონ მეზობელ ქვეყნებს — სომხეთსა და აზერბაიჯანს, სადაც მომხმარებელს უფლება აქვს მოიფიქროს და 14 დღის განმავლობაში დააბრუნოს საქონელი.

„ხოლო ის წარწერები, რომლებიც დღეს ყველგან გამოკრულია, რომ საქონელი უკან არ მიიღება, უბრალოდ სამარცხვინოა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ აბსურდულმა წარწერებმა აზრი დაკარგონ“,-აღნიშნა ქოიძემ.

ჩანთების ბაზრობა - Sputnik საქართველო
საქართველოში მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა იგეგმება

ის დარწმუნებულია, რომ ახალი კანონი საქართველოში ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას ხელს შეუწყობს. „კეთილსინდისიერი ბიზნეს-ოპერატორები არსებობენ, რომლებიც ქართულ ენაზე ანოტაციით საქონელს ყიდიან, მაგრამ ისეთებიც არიან, რომლებიც თავს არ იწუხებენ მომხმარებელს მშობლიურ ენაზე ინფორმაცია მიაწოდონ. ყველაფერ ამას კანონი დაარეგულირებს“,-ხაზი გაუსვა ქოიძემ.

პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში შევა. ამ მომენტისათვის პარლამენტმა ეს კანონი მხოლოდ პირველი მოსმენით დაამტკიცა.


ყველა ახალი ამბავი
0