თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მომხმარებელთა ბაზარი აუცილებლად უნდა დარეგულირდეს და შესაბამისად მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების შემუშავება მწვავედ დგას, განაცხადა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების ექსპერტმა იურისტმა ნატალია მამარდაშვილმა, იტყობინება სააგენტო "Новости-Грузия".
კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ 2012 წლის მაისში გაუქმდა. მაგრამ ბოლო წლებში ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდა და 2015 წელს ევროპული ინეგრაციის კომიტეტში არსებულმა ჯგუფმა დაასრულა ახალი კანონპროექტის შემუშავება, აღნიშნა მან.
რეალურად კანონპროექტი მზად არის, თუმცა პარლამენტმა მისი მიღების პროცედურა გადადო. როდესაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიცია, სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს და დანერგოს მაღალი ევროპული სტანდარტები“, — თქვა მამარდაშვილმა.
კანონპროექტის სრულყოფა უნდა მოხდეს და ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს დრო და სურვილი ამისათვის, აღნიშნა ექსპერტმა.
„სახელმწიფომ ერთის მხრივ უნდა დაიცვას მომხმარებლები, ხოლო მეორეს მხრივ მეწარმეები. ე.ი. უნდა იპოვონ ოქროს შუალედი და რა ტქმა უნდა აუცილებელი ფინანსები კანონის ამოქმედებისათვის“, — თქვა მან.
ახალი კანონპროექტი დაავალდებულებს მეწარმეებს სრული ინფორმაცია მიაწოდონ კლიენტებს მათ პროდუქციაზე.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას.