სირიელები ქვეყნის მარგალიტის - პალმირას განთავისუფლებას ზეიმობენ

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშიპალმირას ნანგრევები
პალმირას ნანგრევები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიის მცხოვრებლებმა სოციალურ ქსელებში თავისი ქრონიკები სირიის არმიის მიერ პალმირას განთავისუფლების შესახებ სიახლეებით გაავსეს, ულოცავენ და მთელი სამშობლოს ტერორისტებისაგან განთავისუფლებას უსურვებენ ერთმანეთს.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. 27 მარტს "ისლამის სახელმწიფოს" ბოევიკებისაგან პალმირას საბოლოო განთავისუფლება ომის უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სირიაში ყველაზე ხმაურიან გამარჯვებად იქცა.

ქვეყნისა და რეგიონის მთავარი ისტორიული მონაპოვარისათვის ბრძოლები, რომელიც გასული წლიდან ისლამის სახელმწიფოს ტერორისტების უღელქვეშ იყო, 3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ასეთი გამარჯვება უკანასკნელი წლების მთავარ მოვლენად იქცა. სირიის მცხოვრებლებმა სოციალურ ქსელებში თავისი ქრონიკები სირიის არმიის მიერ განთავისუფლებული პალმირას  შესახებ სიახლეებით გაავსეს, ულოცავენ და მთლიანი სამშობლოს ტერორისტებისაგან განთავისუფლებას უსურვებენ ერთმანეთს.

პალმირას ნანგრევები - Sputnik საქართველო
სირიის არმიამ პალმირას გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყო

Sputnik Arabic-ის სააგენტომ ქვეყნის ზოგიერთი მცხოვრები გამოკითხა ამ მოვლენის შესახებ.

სირიელი იურისტი სააელად გიას ფაჰდი (Giath Fahd) ამბობს:“პალმირაში ისლამის სახელმწიფოს განადგურება სტალინგრადში ნაცისტების განადგურებას მაგონებს — ეს როგორც ქვეყანაში წყლის დაბრუნებაა“.

სირიელი ქალიშვილი სახელად ფარაჰი კი თვლის, რომ პალმირას განთავისუფლება ნებისმიერ სხვა განთავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვხედავდით, პალმირაში „ისლამური სახელმწიფო" როგორ ანიჭებდა რაღაც უცნაურ სახელებს შენობებსა და ორგანიზაციებს. ეს ბოევიკების გაუნათლებლობისა და გონებრივი ჩამორჩენილობის დონეზე მიუთითებს. პალმირას განთავისუფლება ნებისმიერ სხვა განთავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანია“,- ამბობს ფარაჰი.

პალმირას უძველესი ქალაქის ნანგრევები - Sputnik საქართველო
„ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირაში ანტიკური ტრიუმფალური თაღი ააფეთქა

სირიელი ბასილ აბუ შაში (Basil Abu Shash) თავის სიხარულს სიტყვებით ვერ აღწერდა, თუმცა მან აღნიშნა, რომ ბოლო დროის მანძილზე განთავისუფლებული პალმირას შესახებ სიახლე მისთვის პირველი სუკეთესო სიახლე გახდა. „ქალაქის ისტორიული მნიშვნელობის გარდა, პალმირა სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენს, საიდანაც ჩვენი არმია დეირ-ეა-ზორისა და რაკას მიმართულებით მტრის ძალებზე იერიშს მიიტანს“- დაამატა ბასილმა.

უფრო ადრე, პალმირას განთავისუფლების შემდეგ სირიის არმია აცხადებდა, რომ „აქ ისლამის სახელმწიფოს ძალებზე მომავალი ბრძოლებისა და გამარჯვებებისათვის ახალი საყრდენი პუნქტი იქნება“. უახლოეს დროს სირიის არმიის პრიორიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებები იქნება ქალაქები დეირ-ეზ-ზორი და რაკა, რომელთა გაკონტროლება ტერორისტებისათვის გარედან შემოდინებული მომარაგების გზების სრულად გადაკეთვას უზრუნველყოფს.

2015 წლის 21 მაისს სირიაში ისლამის სახელმწიფოს ბოევიკებმა ისტორიული პალმირა თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანეს. ამის შემდეგ ტერორისტებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ბარბაროსულად სიკვდილით დასჯა, ასევე იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ქვეყნის ისტორიული ქონების აფეთქება, განადგურება და ძარცვა დაიწყეს.

ყველა ახალი ამბავი
0