თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სირიის არმიის მოწინავე რაზმები უძველესი ქალაქის, პალმირასკენ მიიწევენ, რომელიც „ისლამური სახელმწიკფოს“ ნოევიკებს აქვთ მიტაცებული, განუცხადა ოთხშაბათს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამხედრო წყარომ.
პალმირა, რომლის უძველესი ნანგრევები ერთ–ერთია სირიაში მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ექვსი ობიექტიდან, ბოევიკთა კონტროლქვეშ მაისის შუა რიცხვებში გადავიდა. ქალაქის დატოვების წინ, სირიის არმიამ მაცხოვრებელთა დიდი ნაწილის, 11 ათასი სამხედრო მოსამსახურისა და პოლიტიკური დამნაშავის, ასევე პალმირას ცენტრალურ მუზეუმში დაცული ფასეული ისტორიული რელიქვიების ევაკუაცია მოახერხა. ქალაქის დაპყრობის შემდეგ განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა უძველესი ტაძრები და ნანგრევები, რომლებიც რომაელებმა 1.5 ათასზე მეტი წლის წინ ააგეს, და რომლებიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
„სირიის არმიამ ღამის განმავლობაში დასახლება ალ–ნაირათის აღება და წინ წაწევა შეძლო. ასე რომ, ის თანდათან უახლოვდება პალმირას. ავიაციას ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გამაგრებულ ბოევიკთა სამხედრო ბანაკზე მიაქვს შეტევა“, – განაცხადა წყარომ.
სირიის ეროვნული ტელეარხის ინფორმაციით, სამხედროებმა ნეზელ–ალ–ჰაიალის რაიონზე კონტროლი დაამყარეს, რომელიც პალმირადან 6 კმ–ში მდებარეობს. ავიადარტყმები ქალაქის გარეუბნებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ სადაზვერვო პოსტებზე, მათ ტექნიკაზე ხორციელდება.
მედიის ინფორმაციით, არმიამ ფრონტის ხაზის სიღრმეში 11 კილომეტრით, ხოლო ხაზის გასწვრივ 18 კილომეტრით წაიწია, რითაც ფართო დერეფაბი შექმნა შეტევისთვის.
ამის პარალელურად, სირიის არმიის სხვა სამხედრო დანაყოფებმა, რომელთაც სახალხო ლაშქარი უჭერს მხარს, ქალაქ ელ–ჰასაკეს სამხრეთ–აღმოსავლეთ რაიონიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები განდევნეს. ლიკვიდირებულია ათზე მეტი ტერორისტი. სირიის ტელევიზიის ცნობით, ეს ბოლო რაიონია, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მცირე ჯგუფები იმალებიან.
ივნისის ბოლოს ბოევიკებმა ელ–ჰასაკეზე იერიშის მიტანა სცადეს, რომელიც სირიაში მცხოვრები ქურთების ერთ–ერთი ადმინისტრაციული ცენტრია. არმიამ და თავდაცვის ქურთული ძალების რაზმებმა შეტევა მოიგერიეს და ერთ კვირაში მთლიანად გაწმინდეს ქალაქის გარეუბანი და ზოგი სხვა ახლომდებარე დასახლება ექსტრემისტებისგან.
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დღეისათვის მსოფლიოს უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს. სამი წლის განმავლობაში ტერორტისტებმა ერაყისა და ირანის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა შეძლეს. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ საკუთარი გავლენა გაავრცელონ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, კერძოდ, ლიბიაში. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, „ისლამური სახელმწიფო“ 90 ათას კვ. მეტრ ტერიტორიას აკონტროლებს, რომელზეც ტერორისტებმა ე.წ. ხალიფატი გამოაცხადეს – თავისი კანონებითა და ხელისუფლების ორგანოებით. ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემებით, 50-დან 200 ათას ბოევიკამდე მერყეობს.