„ლიბერთი ბანკი“ თავის ბანკომატებში ყალბი ფულის არსებობას გამორიცხავს

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშისაბანკო ბარათები
საბანკო ბარათები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა ფულადი კუპიურა ბანკომატებში ჩაშვებამდე მრავალჯერად შემოწმებას გადის, ამიტომ ყალბი კუპიურების გავრცელება ბანკომატების ქსელით გამორიცხულია, აცხადებს „ლიბერთი ბანკი“.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. „ლიბერთი ბანკი“ ყალბი ფულის ბანკომატებით გავრცელების შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფს, აღნიშნულია 20-ლარიანი კუპიურების გავრცელებასთან დაკავშირებით ბანკის საგანგებო განცხადებაში.

ახალი 20-ლარიანი - Sputnik საქართველო
თბილისში ახალი 20-ლარიანის ყალბი ბანკნოტები გამოავლინეს

თბილისში ახალი 20-ლარიანი ყალბი ბანკნოტის აღმოჩენის რამდენიმე შემთხვევა გამოავლინეს, ამას „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ბანკომატში ფულის განაღდების შემთხვევა ადასტურებს, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა და  აღნიშნა, რომ ეს ფაქტი საპატრულო პოლიციამ დაადასტურა.

„ლიბერთი ბანკში“ დანერგილია ბანკის ქსელის მეშვეობით თანხის მიმოქცევის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, რაც სრულად უზრუნველყოფს ყალბი ბანკნოტების გავრცელების პრევენციას ქსელის მასშტაბით”, — აღნიშნულია ბანკის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბანკის თანამშრომლები მკაცრად ითვალისწინებენ ბანკომატში თანხის ჩატვირთვის უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს, აღნიშნავს “ლიბერთი ბანკი“.

„ბანკომატში ძირითადად იტვირთება ეროვნული ბანკისგან მიღებული ბანკნოტები. ბანკომატის ქსელში ჩატვირთვამდე, ბანკის ფულის მიმოქცევის დეპარტამენტისა და ბანკომატების ჯგუფის შესაბამისი სპეციალისტების მიერ ბანკნოტები მოწმდება Giesecke & Dervient ყალბი ბანკოტების ამომცნობი და დამხარისხებელი მოწყობილობების მეშვეობით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

მოწყობილობა სათითაოდ ამოწმებს თითოეულ ბანკნოტს და ცალკე გამოყოფს საეჭვო ბანკნოტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათა დამატებით მოხდეს ბანკნოტების ვიზუალური დათვალიერება და ელექტრომოწყობილობით შეფასება, იუწყება ბანკი.
„ბანკომატში იტვირთება მხოლოდ შემოწმების შედეგად დამტკიცებული ბანკნოტები. ლიბერთი ბანკი საკუთარ მომხმარებელს 450-მდე ბანკომატით ემსახურება, საიდანაც მომხმარებელს ყოველთვიურად საშუალოდ 170 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხა გააქვს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ბანკი ბანკომატის საშუალებით ყალბი ბანკნოტის გავრცელების შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს, ის მზად არის, ნებისმიერი ფორმით ითანამშრომლოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან გავრცელებულ ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

50 ლარი - Sputnik საქართველო
მიმოქცევაში ახალი დიზაინისა და გაძლიერებული დაცვის მქონე ლარის ბანკნოტები გამოვიდა

„20-ლარიანი ყალბი კუპიურების არსებობა რიგი შემთხვევებით დასტურდება, რაც ნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატების მეშვეობით ყალბი ბანკნოტები ვრცელდება, ან ბანკს მომხმარებლის დაცვა არ შეუძლია“, — განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა შაბათს.

ერთ-ერთი შემთხვევის დროს მგზავრმა ტაქსის მძღოლის თვალწინ „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატიდან ფული გამოიტანა და მგზავრობის საფასური გადაუხადა. მძღოლმა კი აღმოაჩინა, რომ კუპიური ყალბი იყო და საპატრულო პოლიციას აცნობა. 

„კლიენტმა მოხსნა ფული „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატში და მგზავრობის საფასური გადამიხადა. კუპიურა ყალბი აღმოჩნდა“, — განაცხადა ტელეკომპანიის ეთერში ტაქსის მძღოლმა მანუელ ბურნუსუზიანმა. საეჭვო კუპიურა ექსპერტიზაზე გააგზავნეს, რომელმაც გაყალბების ფაქტი დაადასტურა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ მსგავსი შემთხვევები მანამდეც მოხდა და დაზარალებულებმა მათ დახმარებისთვის უკვე რამდენჯერმე მიმართეს.

ყველა ახალი ამბავი
0