ტატალაშვილმა თბილისის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

© photo: Sputnik / Denis Aslanovნუგზარ ტატალაშვილი
ნუგზარ ტატალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი დღის განმავლობაში ქართველმა ძიუდოისტებმა ექვსი მედალი მოიპოვა: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. კვირას თბილისის გრან-პრიზე მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა (-73) თბილისის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში ტატანაშვილი მონღოლ ოდბაიარ განბაათარი დაამარცხა. ამავე წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ბრინჯაო აიღეს: ფრიდონ გიგანმა საბერძნეთის წარმომადგენელს გეორგიოს აზოიდისი, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა კი ბრაზილიელი მარსელო კონტინი დაამარცხა. 

ვაჟა მარგველაშვილი დაჯილდოების ცერემონიაზე - Sputnik საქართველო
მარგველაშვილმა ძიუდოში თბილისის გრან-პრიზე ოქრო მოიპოვა

„მხარის ტრავმა მქონდა და ვფიქრობდი, რომ ტურნირის კარგად ჩატარებას ვერ მოვახერხებდი. თუმცა ჩვენი ნაკრების ექიმებმა და მასაჟისტმა ყველაფერი გააკეთს, რომ ფინალამდე მიმეღწია და გამარჯვება მომეპოვებინა“, — განაცხადა Sutnik-თან საუბარში ტატალაშვილმა.

ტატალაშვილმა სპორტის ახალ სასახლეში შეკრებილ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „ყოველთვის სასიამოვნოა საკუთარ ქვეყანაში საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამოსვლა, რომელთა მხარდაჭერა დამატებით ძალას და მოტივაციას გმატებს. ამისთვის მათი მადლობელი ვარ“.

საქართველოს ნაკრების ოქროს მედლების ყულაბის შევსება ლევან გუგავასაც შეეძლო. თუმცა ფინალურ ორთაბრძოლაში  (-81კგ) მან გამარჯვება რუს ალან ხუბეტსოვს დაუთმო.

„ფინალი მარტივი არ აღმოჩნდა. ვხვდებოდი, რომ დარბაზში შეკრებილი ადამიანები თავის თანამემამულეს უგულშემატკივრებდნენ, თუმცა, გამარჯვებაში ხელი ამას არ შეუშლია“, — განაცხადა ხუბეტსოვმა. 

ბექა ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
ღვინიაშვილი ძიუდოში პანამერიკის ღია ტურნირის გამარჯვებულია

საერთო ჯამში, შეჯიბრების ორდღიანი შედეგით, საქართველოს ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

თბილისის გრან-პრის მეორე დღეს მედლების ორი კომპლექტი ქალთა შორისაც გათამაშდა. —63კგ წლნით კატეგორიაში ოქროს მედალი ავსტრიელმა კატრინ უნტერვიურზაჰერმა მოიპოვა, ხოლო —70კგ წონით კატეგორიაში კი გამარჯვებული ჰოლანდიელი კიმ პოლინგი გახდა.

 „სიმართლე გითხრათ, არ ველოდი თბილისში გამარჯვებას. თებერვალში გამართულ პარიზის გრან-პრიზე ცუდად არ გამოვსულვარ, თუმცა არც წარმატებული ვიყავი. ამასთან მცირე ტრავმა მქონდა. რა თქმა უნდა, აქ მედალს ველოდებოდი, თუმცა ოქროს მოპოვება ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ“, — განაცხადა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ პოლინგმა.

თბილისის გრან-პრის დასკვნით დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცები —90კგ და +100კგ წონით კატეგორიაში გამოვლენ. ქალთა შორის კი —70 კგ და +78 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0