თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი პერუში პანამერიკის ღია ტურნირის გამარჯვებული გახდა, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი.
ფინალურ შერკინებაში ღვინიაშვილმა ესტონელ გრიგორი მინაშკინს სძლია და, ოქროს მედლის გარდა, 100 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა.
ძიუდოისტმა 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა, თუმცა ეს მისი კატეგორია არ არის. ეს იმითაა განპირობებული, რომ ამ კატეგორიაში საქართველოს ოლიმპიური ლიცენზია ჯერ არ მოუპოვებია.
შემდეგ კვირაში ღვინიაშვილი ანალოგიურ შეჯიბრებებში არგენტინაში იასპარეზებს.