ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია

© International Judo Federationავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრანდ-სლემის გამარჯვებული გახდა.
ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრანდ-სლემის გამარჯვებული გახდა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირის უმაღლესი ჯილდო მეორედ მოიპოვა და ფრანგულ ტატამზე მოპოვებულ ჩემპიონობასთან და ოქროს მედალთან ერთად, 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. იტყობინება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო

ჭრიკიშვილი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 2014 წლის შემდეგ მეორედ ავიდა. 

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა ფრანგულ ტატამზე მოპოვებულ ჩემპიონობასთან და ოქროს მედალთან ერთად, 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და უახლოეს მდევრებს კიდევ უფრო გაუსწრო.

ძიუდოისტმა მარგველაშვილმა ჰავანაში ბრინჯაო მოიგო - Sputnik საქართველო
ძიუდოისტმა მარგველაშვილმა ჰავანაში ბრინჯაოს მედალი მოიგო

პარიზში ჭრიკიშვილმა 5 მეტოქე დაამარცხა. საწყის ეტაპზე მან ფრანგ ალენ შმიტს და ჰოლანდიელ ნილ ფან დე კამერს აჯობა, მეოთხედფინალში უნგრეთის ნაკრების წარმომადგენელ ლასლო შოხნიაის, ხოლო ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ასლან ხუბეცოვს სძლია, ფინალში კი ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელ ივაილო ივანოვს მოუგო.

პარიზის გრან სლემზე ამჯერად ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო ამავე ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა — 90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა, მე-3 ადგილისათვის შეხვედრაში დამარცხდა და მე-5 ადგილზე გავიდა მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი.

სულ, პარიზის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების 11-მა წევრმა იჭიდავა, გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მე-5 ადგილი დაიკავა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით.

ყველა ახალი ამბავი
0