მთავრობათაშორისი კომისია ირანული გაზის საქართველოში ტრანზიტის საკითხს განიხილავს

გამოწერა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოვიკ აბრამიანი ირანში ვიზიტსა და ირანის ვიცე-პრეზიდენტ ესჰაკ ჯაჰანგირთან ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხის განხილვას გეგმავს.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოში სომხეთის გავლით ირანული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხს სომხურ-ირანული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილავენ, განაცხადა პარასკევს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა. 

„ვგეგმავ ირანში გამგზავრებას. ვიზიტის ფარგლებში სომხურ-ირანული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, და ჩვენ ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ესჰაკ ჯაჰანგირთან ამ საკითხს განვიხილავთ“, — განუცხადა აბრამიანმა ჟურნალისტებს. „ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ვმსჯელობთ და, ვფიქრობ, წლის ბოლომდე ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი გაირკვევა“, — დასძინა მან და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა უფრო მოკლე ვადაში არარეალურია.

გაზგამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო
სომხეთი ირანული გაზის საქართველოში ტრანზიტისთვის მზად არის

თებერვალში სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მაშინდელმა მინისტრმა ერვანდ ზახარიანმა განაცხადა, რომ სომხეთს ირანიდან საქართველოში ყოველწლიურად 500 მლნ კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი შეუძლია. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული ირანი-სომხეთის გაზსადენი მხოლოდ 15-20%-ით გამოიყენება. 

ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებების შესახებ იანვრის დასაწყისში ირანული კომპანიის National Iranian Gas Exports Company (NIGEC) აღმასრულებელმა დირექტორმა ალირეზა ქამელიმაც განაცხადა.

სამცხე-ჯავახეთი - Sputnik საქართველო
„ქართული ციმბირის“ მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს

ამჟამად სომხეთი რუსეთიდან საქართველოს გავლით იღებს ბუნებრივ გაზს, ხოლო ირან-სომხეთის გაზსადენით მიღებულ აირს ელექტროენერგიად ამუშავებს, რასაც შემდეგ კვლავ ირანს აწვდის.

ირანი-სომხეთის გაზსადენი 2007 წელს გაიხსნა. ამჟამად სომხეთი ირანიდან წელიწადში 365-370 მლნ კუბომეტრ გაზს იღებს ამ გაზსადენით, რომლის გამტარუნარიანობა 2.2 მლრდ კუბური მეტრია წელიწადში.

ყველა ახალი ამბავი
0