კოოპერატივებს შესაძლებლობა ექნებათ, რძის ხარისხი ადგილზე შეამოწმონ

© RIA Novosti . Alexey Dainitschew / გადასვლა მედიაბანკშირძის პროდუქტების წარმოება
რძის პროდუქტების წარმოება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცხოველეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში 30-მდე კოოპერატივს რძის ხარისხის ადგილზე განმსაზღვრელი აპარატი გადაეცემა.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს — პროექტის ფარგლებში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ მცირე საველე ლაბორატორიები, რათა ადგილზე შეძლონ რძის ხარისხის დადგენა, თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პარასკევს. 

„პროგრამა საშუალებას მისცემს მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, არა მარტო რძის შემკრები პუნქტი მოაწყონ, არამედ მათ გადაეცემათ რძის ხარისხის შესამოწმებელი აპარატურა, რომელიც 40 ათასიდან 75 ათასამდე ლარის ღირებულებისაა. დღეს დაახლოებით 30-მდე ასეთი კოოპერატივია. ეს პროგრამა დაეხმარება მათ, არა მხოლოდ შეაგროვონ ადგილებზე რძე და შემდგომში მიაწოდონ უფრო მსხვილ მწარმოებლებს, არამედ თვითონაც აწარმოონ რძის პროდუქტები და ყველის წარმოებაზე გადავიდნენ“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რძის წარმოება - Sputnik საქართველო
თბილისში რძის პირველი კონგრესი ჩატარდა

ფერმერული მეურნეობების გამსხვილების და ადგილობრივი პროდუქციის წახალისების მიზნით საქართველოში 1225 სასოფლო–სამეურნეო გაერთიანება შეიქმნა, მათ შორის 2015 წელს – 814 კოოპერატივი, განაცხადეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

კოოპერატივებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო სტატუსი აქვთ, მოქმედებს საგადასახადო შეღავათები და იქმნება სახელმწიფო პროგრამები.

რძის გადამამუშავებელი საწარმო წალკაში - Sputnik საქართველო
წალკაში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
 

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ სასოფლო–სამეურნეო გაერთიანებებისთვის კოოპერატივების სტატუსის მინიჭება 2014 წლის 27 იანვრიდან დაიწყო. საქართველოს მთიან რაიონებში კოოპერატივის შესაქმნელად აუცილებელია მინიმუმ სამი ფერმერის გაერთიანება, ბარში — მინიმუმ ხუთის. 


ყველა ახალი ამბავი
0