თბილისში რძის პირველი კონგრესი ჩატარდა

© RIA Novosti . Alexey Dainitschew / გადასვლა მედიაბანკშირძის წარმოება
რძის წარმოება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რძის პროდუქციის წარმოებასა და ვაჭრობაში სტანდარტების დაცვა საქართველოს მომხმარებლისთვის არის აუცილებელი და არა მხოლოდ DCFTA-ს რეალიზაციისთვის, განაცხადა EBRD-ს წარმომადგენელმა.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. რძის მრეწველობის განვითარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განაცხადა უწყების მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ თბილისში გამართულ რძის პირველ კონგრესზე.

რძის გადამამუშავებელი საწარმო წალკაში - Sputnik საქართველო
წალკაში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

კონგრესის მთავარი თემა საქართველოს რძის სექტორის განვითარება, აგრეთვე რძის პროდუქტების უვნებლობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება იყო. ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით ჩატარდა.

კონგრესის მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე ტექნოლოგიების, მეურნეობის მართვის პრაქტიკის, ცხოველთა კვებისა და მათთვის საჭირო გარემო პირობების შექმნის, რძის ჰიგიენის საკითხები, ყველა ის საკითხი, რომლებიც რძის ბიზნესში ჩართულმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ.

EBRD მხარს უჭერს საქართველოში რძის სექტორის განვითარებას, როგორც რძის პროდუქტების ხარისხის განვითარების, ისე ექსპორტის მაჩვენებლის ზრდის ნაწილში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მსგავსი ტიპის ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას მომავალშიც გეგმავს, განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.

„სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა აუცილებელია არა მხოლოდ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების, არამედ ქვეყანაში არსებული ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით”, —  აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში რძის წარმოება 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, 1,1%-ით გაიზარდა და 663,6 მილიონი ლიტრი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0