წალკაში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

© photo: courtesy of Ministry of Agriculture of Georgiaრძის გადამამუშავებელი საწარმო წალკაში
რძის გადამამუშავებელი საწარმო წალკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროექტის“ ფარგლებში - 178,712 აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო თანადაფინანსება და 223,390 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ქვემო ქართლის რეგიონში, წალკის მუნიციპალიტეტში, რძის გადამამუშვებელი ახალი საწარმო „ვიტა პროდუქტი“ გახსნა, იტყობინება სოფლის მეურნეუბის სამინისტრო. საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს  "გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროექტის“ ფარგლებში — 178,712 აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო თანადაფინანსება და 223,390 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. საწარმოს მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა. საწარმოში 15 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. 

 „ვიტა პროდუქტი“ წელიწადში 3000 ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშვებას, სხვადასხვა სახეობის ყველის და კარაქის წარმოებას გეგმავს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. 

ნახირი - Sputnik საქართველო
საქართველოში რძის წარმოება მესამე კვარტალში 1%–ით შემცირდა

 როგორც ოთარ დანელიამ ღონისძიებაზე განაცხადა, "ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ გაფორმების შემდეგ, ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის 500 მლნ-იანი ბაზარი გაიხსნა. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საწარმოების შექმნას. 

„ბოლო 2 წელიწადში, სახელმწიფოს ხელშეწყობით ქვეყნის მასშტაბით აგრარული მიმართულების 139 ახალი საწარმო შეიქმნა. ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენი პროექტების ფარგლებში შემოსულია განაცხადები და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდება“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.


ყველა ახალი ამბავი
0