გერმანია საქართველოს ინოვაციური პროექტებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს

© Страница Facebook Г. Квирикашвилиსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის მთავრობა დახმარებას გაუწევს საქართველოს მთავრობას პრიორიტეტული პროექტების რეალიზაციაში და ინოვაციების დანერგვაში. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი გამოყოფს კრედიტს ინოვაციური ცენტრების შესაქმნელად საქართველოს რეგიონებში.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს მთავრობას დაახლოებით 135 მლნ ევროს სესხს და 5 მლნ ევროს გრანტს გამოუყოფს, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თანხა მოხმარდება საინვესტიციო პროექტებს ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

„გარდა ამისა, დაფინანსდება ჩვენთვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მეტროლოგია, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება", — აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

საგაზაფხულო სამუშაოები - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკოსისტემის ინოვაციურ პროექტზე 40 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტისთვის 40 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა.

"ეს გულისხმობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკოსისტემის ასაწყობად. ეს თავისთავად გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნას, სადაც მოსახლეობა ტექნოლოგიების სფეროში დაეუფლება სხვადასხვა პროფესიებს. ეს არის პროგრამირება, დიზაინი, მეწარმული უნარები, მიკროელექტრონიკა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას", — განმარტა პრემიერმა.

კოსტავას ქუჩა - Sputnik საქართველო
GMA: მთავრობა ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას გეგმავს

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში რეგიონებში გაიცემა გრანტები ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების დასაფინანსებლად, დაიწყება ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.


ყველა ახალი ამბავი
0