ექსპერტი: საქართველო-სომხეთის ურთიერთობების გააქტიურება არჩევნებს უკავშირდება

© Ministry of Foreign Affairs of Armeniaსომხეთის და საქართველოს დროშები
სომხეთის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომეხი ექსპერტი თვლის, რომ ოფიციალური თბილისი საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ააქტიურებს კონტაქტებს მეზობელ სახელმწიფოსთან.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პარასკევს მისი სომეხი კოლეგის ედვარდ ნალბანდიანის მიწვევით სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება, იუწყება სომხეთის საგარეო-პოლიტიკური უწყება. 

ერევანში ჯანელიძე შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და პრემიერ-მინისტრს ოვიკ აბრამიანს. ვიზიტის ფარგლებში შედგება საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა მოლაპარაკებები, რომლის შემდეგაც გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. 

მიმდინარე წელს ეს არის საქართველოს მთავრობის წევრის მეორე ვიზიტი სომხეთში. თებერვლის დასაწყისში ერევანში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი. 

სომხეთი - Sputnik საქართველო
საგანგაშო ინფორმაციის მიუხედავად მიხეილ ჯანელიძე ერევანში გაემგზავრა

ვიზიტის მსვლელობისას ხიდაშელმა მოლაპარაკებები გამართა სომხეთის თავდაცვის მინისტრთან სეირან ოგანიანთან. განიხილებოდა საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას 2016 წელს სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სამხედრო თანამშრომლობის ძირითადი დებულებებია გამოცდილების გაზიარება სამშვიდობო, სამხედრო განათლების, პროფესიული მომზადების და სტრატეგიული დაგეგმვის სფეროებში. ოგანიანმა განაცხადა, რომ სომხეთი და საქართველო „აცნობიერებენ და პატივს სცემენ ორივე მხარის პრიორიტეტებს, ასევე გადაწყვეტილებებს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“. 

პოლიტიკური კვლევების ცენტრი „ნორავანკის“ ექსპერტი, ქართველოლოგი ჯონი მელიქიანი თვლის, რომ ხიდაშელის ვიზიტში, გარდა საგარეო პოლიტიკურისა, იყო შიდა პოლიტიკური შემადგენლობები, დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან. 

საქართველოს და სომხეთის დროშები - Sputnik საქართველო
სომხეთმა და საქართველომ 2016 წელს სამხედრო თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი

„მიმდინარე წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და საქართველოს ხელმძღვანელობის კონტაქტები ოფიციალურ ერევანთან უფრო აქტიურდება. მიზანი — საქართველოს სომეხი ეროვნების მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერის მიღებაა საარჩევნო კოდექსში ახლახან მიღებული ცვლილებების ფონზე, როცა ნინოწმინდაში, რომელიც სომეხი ეროვნების მოსახლეობითაა დასახლებული, გაუქმდა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, აგრეთვე ე.წ. „სოცქსელის სკანდალების“ ფონზე, რომელიც სომხების წინააღმდეგ იყო მიმართული“, – აღნიშნა ექსპერტმა. 


ყველა ახალი ამბავი
0