საგანგაშო ინფორმაციის მიუხედავად მიხეილ ჯანელიძე ერევანში გაემგზავრა

© Sputnikსომხეთი
სომხეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთშაბათს სომეხი სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა აფეთქება ერევანი-მოსკოვის თვითმფრინავის რეისზე „ზვარტნოცის“ აეროპორტში, პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მიუხედავად ერევანი-მოსკოვის თვითმფრინავის რეისზე არსებული ბომბის შესახებ ინფორმაციისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთში გაემგზავრა. 

Sputnik- სომხეთის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები „ზვარტნოცის“ აეროპორტში ამოწმებენ ვერსიას იმის თაობაზე, თითქოს ერევანი-მოსკოვის რეისის თვითმფრინავი დანაღმულია.

ზვარტნოცის აეროპორტი - Sputnik საქართველო
„ზვარტნოცის“ აეროპორტში ბომბი ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ
 

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ერევანში არ შეწყვეტილა. უსაფრთხოების მიზნით იგი ერევანში ავტომანქანით გაემგზავრა“, — ციტირებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საინფორმაციო სააგენტო „Новости-Грузия“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთში 24-25 მარტს არის დაგეგმილი. ვიზიტის მსვლელობისას ჯანელიძე შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, პრემიერ მინისტრს ოვიკ აბრაამიანს და თავის კოლეგას ედვარდ ნალბანდიანს. 


ყველა ახალი ამბავი
0