„ზვარტნოცის“ აეროპორტში ბომბი ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ

© Skyscrapercity"ზვარტნოცის" აეროპორტი
ზვარტნოცის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციაში ხუთშაბათს ერევანი-მოსკოვის რეისის თვითმფრინავში დაგეგმილი აფეთქების შესახებ სიგნალი შევიდა. პოლიცია ინფორმაციას ამოწმებს.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ამ დროისთვის ერევნის „ზვარტნოცის“ აეროპორტში არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ არის, დაწერა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სომხეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს პრეს-მდივანმა რუბენ გრძელიანმა.

„24 მარტს შემოვიდა შეტყობინება, თითქოს „ზვარტნოცის“ აეროპორტში აფეთქება უნდა მომხდარიყო. სამოქალაქო ავიაციის მთავარ სამმართველოში, დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამის შესახებ კომპეტენტური სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ეცნობებინათ. მათ ყველა აუცილებელ ზომას მიმართეს“, — ნათქვამია განცხადებაში, იუწყება „Sputnik სომხეთი“.

მისი განცხადებით, ინფორმაციის შემოწმების შედეგად ჯერჯერობით არაფერია აღმოჩენილი.

ყველა ახალი ამბავი
0